მთავარი » მასალის არქივი

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნ­დი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიე­რებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარ­და, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობე­ბი შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

 ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა "განწირული”. მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემ­პიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბ ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 711 | Добавил: kaxelo488 | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……

დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძ ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 812 | Добавил: kaxelo488 | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის" სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის" ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ". The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფ ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 679 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.
შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას :?:
Просмотров: 640 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (1)

მთელ მსოფლიოში ქვეყნების თავდაცვითი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად იყენებენ უპილოტო დაკვირვების აპარატებს. ეს აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა ახალი უპილოტოს მსგავსი შედევრები, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს, ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება.

ლაბორატორიის Micro-Aviary მეცნიერებმა რაიტ-პატერსონის ავიაბაზაზე ულტრამინიატურული საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი ნემსიყლაპიას ანალოგია, მანქანის ძირითადი ნაწილის ზომები ციფრული ჩიპის ზომისაა. ამ პატარა კორპუსში მათ მოათავსეს ძრავი, რომელზეც ნამდვილი ნემსიყლაპიას მსგავსი ორი ფრთა დაამაგრეს. პერსპექტივაში ინჟინრები მიკროსკოპული უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსში კიდევ პატარა კამერის მოთავსებასაც გეგმავენ, რომელიც რეალურ დროში ვიდეოს ტრანსლირებას მოახდენს.

ინჟინრებმა სხვა მიღ ... კითხვის გაგრძელება »

Прикрепления: სურათი 1
Просмотров: 758 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (0)

ლეგენდარული ხე ბაობაბი დედამიწის სიმბოლოა. ამ ხეს სახელი, როგორც ჩანს, არაბული სიტყვის, "ბუ ჰუბაბ”-ის მიხედვით უწოდეს, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს.

ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს” და "მაგიის ხეს”. ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.

ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი – ადანსონია პალცატა, რ ... კითხვის გაგრძელება »

Прикрепления: სურათი 1
Просмотров: 1370 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (1)

« 1 2 ... 25 26 27