2:50 PM ფეხბურთი და ერთგულება | |
რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნდი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიერებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარდა, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას. ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა "განწირული”. მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუკეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ. 1.კამპ ნოუ ბარსელონა ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, 2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკვირი, რომ კამპ ნოუ თითქმის ყოველთვის სავსეა. 2008 წელს ბარსელონას ხელმძღვანელობამ დაამტკიცა კამპ ნოუს რეკონსტრუქციის პროექტი: ტევადობა 106 ათასამდე გაიზრდება, დამონტაჟდება მოძრავი სახურავი, ტრიბუნებზე ასასვლელად გაკეთდება ლიფტები და ესკალატორები, სტადიონის პრეს-ლოჟა კი თითქმის ორჯერ გაიზრდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |