მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31
სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ჰყავდა. ათი ცხვარი თითო-თითო ბატკნიანი იყო, ათი ორ-ორ ბატკნიანი და ათიც სამ-სამ ბატკნიანი. ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და გაიყარნენ. წინასწარი პირობა მათი ისეთი იყო, რომ დედალი ცხვრები და ბატკნები სამივეს თანაბრად უნდა შეხვედროდა, თანაც ისე, რომ დედა ცხვარს თავისი ბატკანი არ ჩამოშორებოდა.
შეძლებდნენ თუ არა ძმები პირობის მიხედვით ცხვრების გაყოფას :?:
Просмотров: 640 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (1)

მთელ მსოფლიოში ქვეყნების თავდაცვითი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად იყენებენ უპილოტო დაკვირვების აპარატებს. ეს აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა ახალი უპილოტოს მსგავსი შედევრები, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს, ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება.

ლაბორატორიის Micro-Aviary მეცნიერებმა რაიტ-პატერსონის ავიაბაზაზე ულტრამინიატურული საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი ნემსიყლაპიას ანალოგია, მანქანის ძირითადი ნაწილის ზომები ციფრული ჩიპის ზომისაა. ამ პატარა კორპუსში მათ მოათავსეს ძრავი, რომელზეც ნამდვილი ნემსიყლაპიას მსგავსი ორი ფრთა დაამაგრეს. პერსპექტივაში ინჟინრები მიკროსკოპული უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსში კიდევ პატარა კამერის მოთავსებასაც გეგმავენ, რომელიც რეალურ დროში ვიდეოს ტრანსლირებას მოახდენს.

ინჟინრებმა სხვა მიღ ... კითხვის გაგრძელება »

Прикрепления: სურათი 1
Просмотров: 758 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (0)

ლეგენდარული ხე ბაობაბი დედამიწის სიმბოლოა. ამ ხეს სახელი, როგორც ჩანს, არაბული სიტყვის, "ბუ ჰუბაბ”-ის მიხედვით უწოდეს, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს.

ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს” და "მაგიის ხეს”. ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.

ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი – ადანსონია პალცატა, რ ... კითხვის გაგრძელება »

Прикрепления: სურათი 1
Просмотров: 1370 | Добавил: kaxelo488 | Дата: 31/12/2011 | Комментарии (1)