მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ვღებავთ მანქანას
8:19 PM
ვღებავთ მანქანას
გავხსნათ მანქანის რაიმე სურათი.

Polygonal Lasso Tool-ის გამოყენებით გამოვყოთ ის ნაწილები, რომლებიც უნდა გადავღებოთ.

ახლა შევქმნათ ახალი ლეიერი (CTRL+SHIFT+N) და Paint Bucket Tool-ით შევღებოთ გამოყოფა იმ ფრად, რომელიც გვინდა.

დააჭირეთ Ctrl + D, რათა მოვხსნათ გამოყოფა.
ჯერჯერობით ისეთი დეტალებიცაა შეღებილი, რომელიც არ გვჭირდებოდა, მაგალითად შუშები, ფარები და ა.შ.

ამას ახლავე გამოვასწორებთ. პირველ რიგში, დააჭირეთ საღებავის ლეიერის გვერდზე თვალს, რათა დროებით დავმალოთ ეს ლეიერი, ხელი რომ არ შეგვიშალოს. ახლა მოვნიშნოთ მანქანის ლეიერი და იგივე Polygonal Lasso-ს გამოყენებით დავიწყოთ ამ არასაჭირო დეტალების გამოყოფა. ერთი დეტალიდან მეორეზე გადასვლისას დააჭირეთ Shift-ს, რათა წინა გამოყოფები არ დაგვეკარგოს.

მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი გომოვყავით, ჩავრთოთ უკან საღებავის ლეიერი, მოვნიშნოთ და დავაჭიროთ ღილაკ Delete-ს, ამით ჩვენ ამ დეტალებიდან საღებავს მოვაშორებთ.

შემდეგ დავაჭიროთ Ctrl-ს და თითის აუღებლად საღებავის ლეიერის მინიატურას, მივიღებთ გამოყოფას. ახლა გადავიდეთ მანქანის ლეიერზე და დავაჭიროთ Ctrl+Shift+U. შემდეგ Ctrl + D, რათა მოვხსნათ გამოყოფა.
ახლა გადავიდეთ საღებავის ლეიერზე და Blending mode, რომელიც Normal-ზეა, შევცვალოთ Overlay-თ

ფერის შესაცვლელად უნდა გამოვყოთ საღებავის ლეიერი. ამისთვის ვაჭერთ CTRL+ლეიერის მინიატურა და შემდეგ ღილაკს Delete. ახლა ავირჩიოთ სასურველი ფერი და Paint Bucket-ით შევღებოთ.

ნანახია: 761 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: