მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » TOP 10 მეომარი ქალი
8:11 PM
TOP 10 მეომარი ქალი


ეს არის უდიდესი მეომარი ქალების სია. იმისათვის, რომ რომელიმე ისტორიული მნიშვნელობის ქალი მოხვედრილიყო ამ სიაში, ის არამარტო ჯარის სარდალი უნდა ყოფილიყო, არამედ თავადაც უნდა ყოფილიყო ომის მონაწილე და მებრძოლი. ამის მიხედვით შეიქმნა ეს ტოპ ათეული.

10. გუდიტი

ჩვ. წ. X საუკუნე



გუდიტი (ასევე ცნობილი, როგორც ჯუდიტი) იყო წარმართი დედოფალი, რომელმაც დაახლოებით 960 წელს ეთიოპიის ტერიტორიაზე მდებარე აქსუმიტების იმპერიის ნარჩენებზე ააღორძინა ახალი სახელმწიფო. აქსუმიტების იმპერია მანამდე ქრისტიანული იყო, ხოლო გუდიტმა აკრძალა ეს რელიგია და დაანგრია ეკლესიები. გუდიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ცალკეული ლეგენდებში და ხალხის გადმოცემებშია შემონახული. მიჩნეულია რომ მან მოკლა აქსუმიტთა ქრისტიანი იმპერატორი, აიღო მისი სატახტო ქალაქი და მეფობდა იქ 40 წელი. ამ ქალის ძალადობის შესახებ ცნობები შემორჩენილია ჩრდილოეთ ეთიოპიის ხალხებში.

 

9. თრიო თჰი თრინჰი

ჩვ. წ III საუკუნე

თრიო თჰი თრინჰი იყო ვიეტნამელი მეომარი, რომელმაც მე-3 საუკუნეში საგრძნობი და წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობელ ძალას- ვუს სამეფოს. ის დაიბადა თრიო სონის რაიონში, თანჰ ჰოას პროვინციაში (დღევანდელი ჩრდილოეთ ვიეტნამი). მისი დაბადების დროს ვიეტნამის ტერიტორიას აკონტროლებდა აღმოსავლეთით მდებარე ვუს სამეფო, ერთ-ერთი სამეფო ჩინეთის სამი სამეფოდან. თრიო ადრეულ ასაკში დაობლდა, მისმა ძმამ იგი ცოლად შეირთო და როგორც მონა ისე ჰყავდა. 20 წლის ასაკში თრიო გაიქცა თავის ძმის სახლიდან ჯუნგლებში, სადაც მოახერხა და ჩამოაყალიბა 1000 კაციანი ჯარი (ამ ჯარში ქალებიც შედიოდნენ). თრიო თჰიმ მოახერხა მთელი ვიეტნამის განთავისუფლება და ის საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა. 23 წლის ასაკში მას ვუს სამეფო უკვე 30-ჯერ ჰყავდა დამარცხებული. გადმოცემის თანახმად ვიეტნამის განმანთავისუფლებელი ბრძოლების დროს სპილოზე იყო ამხედრებული, ოქროს ჯავშანი ეცვა და ხელთ ორი ხმალი ეპყრო.

 

8. ბოუდიცა

ჩვ. წ. I საუკუნე

ბოუდიცა იყო ნორფოლკის ხალხთა დედოფალი, რომელიც სათავეში ჩაუდგა თავის ხალხს დამპყრობელი რომის იმპერიის წინააღმდეგ. მისმა ქმარმა (რომელიც განაგებდა ნორფოლკს)გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო დაუტოვა მის ქალიშვილებს და რომის იმპერატორს. მაგრამ რომაელებმა არ ცნეს კანონიერად ეს და თავიანთი აბსოლუტური კონტროლი დაამყარეს ამ სახელმწიფოზე. ცნობილია, რომ რომაელებმა ბოუდიცა გაამათრახეს, ხოლო მისი ქალიშვილები გააუპატიურეს. საბოლოოდ ბოუდიცა სათავეში ჩაუდგა თავისი და მეზობელი ხალხების აჯანყებას რომაელთა წინააღმდეგ. მისმა არმიამ ბრძოლებში დიდი წარმატება მოიპოვა და ფაქტობრივად გაანადგურა რომაელთა ქალაქი კამულოდუნუმი. ტაციტუსი წერდა, რომ ბოუდიცა ხალხს არ ატყვევებდა, არამედ გზად ყველას ხოცავდა (იმეორებდა იმას, რაც რომაელებმა გაუკეთეს მის ხალხს). დიოს თქმით- ბოუდიცამ გასცა ბრძანება, რომ რომაელი დიდგვაროვანი ქალებისთვის თავები მოეჭათ, ხოლო ის ვინც თავის მოჭრას გადარჩა მკერდი მოაჭრეს და პირზე მიაკერეს.

 

7. თრუნგი დები

ჩვ. წ. I საუკუნე

თრუნგი დები იყვნენ ვიეტნამის სამხედრო სარდლები, რომლებმაც შეძლეს და შეაჩერეს ჩინელების შემოსევეი 3 წლის მანძილზე. ისინი თანამედროვე ვიეტნამის ეროვნული გმირები არიან. ისინი დაიბადნენ ჩინეთის ათასწლოვანი ბატონობს დროს. მას შემდეგ, რაც ჩინელებმა ილაშქრეს მათ სოფელში, თრუნგმა დებმა ჩამოაყალიბეს ჯარი, რომელიც უფრო მეტად ქალებისგან შედგებოდა. ერთ თვეში მათ გაანთავისუფლეს რამდენიმე რეგიონი და განთავისუფლებულ ტერიტორიას უწოდეს- ვიეტ ნამ. ისინი გახდნენ თავიანთი ქვეყნის დედოფლები და 3 წლის განმავლობაში იგეროებდნენ ჩინეთის შემოსევებს. საბოლოოდ ჩინეთმა შეკრიბა დიდი არმია თრუნგების დასამარცხებლად. ლეგენდის თანახმად ჩინელი ჯარისკაცები ბრძოლაში მთლიანად შიშვლები მივიდნენ, იმ იმედით, რომ ამის შერხვებოდათ ვიეტნამელთა ჯარში მყოფ ქალებს, დაიბნეოდნენ და დამარცხდბოდნენ. მიუხედავად დების თავგანწირვული ბრძოლისა ვიეტნამის არმია დამარცხდა. იმისათვის, რომ დებს დაეცვათ თავიანთი ღირსება და თავიდან აეცილებინათ საყოველთაო დაცინვა თავი მოიკლეს მდინარე ჰატთან.

 

6. არტემისია I კარიელი

ძვ. წ. V საუკუნე

არტემისია I კარიელი იყო ლონიას მმართველი და აქამენიდური სპარსეთის მოკავშირე. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მონაწილეობით სალამინის ბრძოლაში. იგი მარტო (ბერძნების გარეშე) შეუთანხმდა სპარსეთის მეფეს- ქსერქსეს და მოაწყო ბრძოლა. ომში ძვ. წ. 480 წელს არტემისა მეთაურობდა ხუთ გემს. ეს ხუთი გემი ისე იყო მოწყობილი, რომ ძალიან გავდა ბერძნების ტრიერემას. არტემისია ბერძენთა გემებს უახლოვდებოდა და როცა რომელიმე გემთან მარტო დარჩებოდა თავისი გემებით ანადგურებდა. ქსერქსეს იმდენად მოეწონა ეს ქმედება, რომ უთქვამს: "ჩემი კაცები გადაიქცნენ ქალებად, ხოლო ქალები კაცებად”. მიუხედავად ამ წარმატებებისა, სპარსეთი სალამინის ბრძოლაში დამარცხდა.

 

5. ფუ ჰაო

ძვ. წ. XII საუკუნე

ფუ ჰაო იყო შანგების დინასტიის მეფის ვუ დინგის ცოლი. ის ამავე დროს იყო უმაღლესი ქურუმის ცოლი და მხედართმთავარი. მისი სამარხი აღმოაჩინეს იინქსში, ხელუხლებელი განძით. თანამედროვე მეცნიერებისთვის ფუ ჰაო ცნობილია შანგების დინასტიის წარწერებით. ამ წარწერების მიხედვით მან მონაწილეობა მიიღო უამრავ სამხედრო კამპანიაში. თუები მთელი თაობების განმავლობაში იბრძოდნენ შანგების წინააღმდეგ, სანამ საბოლოოდ ფუ ჰაო დაამარცხებდა მათ. იგი აწარმოებდა ბრძოლებს მეზობელი ის, ქიანგის და ბას წინააღმდეგ. ფუ ჰაოს ჯარის მაშტაბებით ის იყო თავისი დროის ყველაზე დიდი ლაშქრის სარდალი.

 

4. აჰოტეპ I

ძვ. წ. XVI საუკუნე

აჰოტეპ I იყო იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ადრეულ პერიოდში, რომ მან მონაწილეობა მიიღო მე-18 დინასტიის დაარსებაში. მას ჰქონდა ხანგრძლივი და გავლენიანი ცხოვრება და იყო ეგვიპტის ფაქტობრივი მმართველი მამამისის გარდაცვალების შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით შეძლეს მისმა ორმა ვაჟმა (კამოსე და აჰმოსე) ჯერ ჰისკოს ოკუპაცია, ხოლო შემდგომ ეგვიპტის გაერთიანება. აჰოტეპი 90 წელი ცხოვრობდა და დამარხეს კამოსეში თებესთან
ის იყო ერთადერთი თავის დროში, რომელმაც სრულყო ეგვიპტური რიტუალები, ხელში აიღო ძველი ეგვიპტის მართვის სადავეები, დაიწყო ჯარისკაცებზე ზრუნვა, საიმედოდ დაიცვა თავისი თავი, უკან დააბრუნა ეგვიპტიდან გაქცეული ხალხი, კვლავ გააერთიანა ეგვიპტე და სისხლში ჩაახშო ზემო ეგვიპტეში აჯანყებული დიდებულები.
აჰოტეპ I-ის სამარხში ნაპოვნია საუველირო ნაწარმი და იარაღი. ის მიიჩნეოდა მებრძოლ დედოფლად. აჰმოსე პირველის ბრძანებით ამონრას ტაძარში არის აჰოტეპის გამოსახულება, რომელსაც ხელთ უპყრია სტელა, რაც მიუთითებს მის პატივზე და სამხედრო დამსახურებაზე.

 

3. წმინდა ჟანა დ’არკი

ჩვ. წ. XV საუკუნე

ჟანა დ’არკი ისტორიის ასპარეზზე გამოჩნდა თავისი გამოცხადებების მეშვეობით. მისი თქმით ღმერთი მას მოუწოდებდა, რომ ებრძოლა საფრანგეთის გასაერთიანებლად. ჯერ კიდევ არაკორონირებულმა მეფემ ჩარლზ VII-მ ჟანა დანიშნა ორლეანის ალყის მეთაურად. მან მოიპოვა დიდი აღიარება მას შემდეგ, რაც ცხრა დღეში აიღო ორლეანი. კიდევ რამდენიმე წარმატების შემდეგ, ჟანა დანიშნეს ჩარლზ VII-ის კორონაციის ხელმძღვანელად. ის იყო მთელი ისტორიის მანძილზე ერთადერთი 17 წლის ქალი, რომელიც მართავდა მთელ არმიას და დაჭრილი კისრის მიუხედავად მაინც არ ანებებდა თავს ამ საქმეს. ინგლისელებთან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ჟანა დ’არკი ერეტიკოსად გამოაცხადეს და დაწვეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჟანას სასამართლო პროცესი რომის პაპმა ბათილად გამოაცხადა და წმინდანად შერაცხა იგი.

 

2. ზენობია

ჩვ. წ. III საუკუნე

სეფტიმა ზენობია მართავდა სირიას დაახლოებით 250-275 წლებში. ის სარდლობდა თავის არმიას ცხენზე ამხედრებული და ჯავშან ასხმული. მან დაამარცხა მცირე აზიაში მყოფი რომის ლეგიონები. ამ დროს რომის იმპერატორი იყო კლავდიუსი. ზენობიას მოკავშირეებად გამოდიოდნენ არაბეთი, სომხეთი და სპარსეთი და სწორედ მათი მეშვეობით მან პრეტენზია განაცხადა ეგვიპტეზე. იგი თვლიდა, რომ ეგვიპტის ფარაონების შთამომავალი იყო და ბევრ რამეში ბაძავდა ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას. კლავდიუსმა ზენობიას წინააღმდეგ გააგზავნა საუკეთესო ლეგიონები. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შემდეგ ზენობიას იმპერიის დედაქალაქი პალმირა დაეცა და ზენობია თავის ცხრა მოკავშირე პროვინციების დედოფლებთან ერთად სამარცხვინოდ გაატარეს პარადში, რომის ქუჩებში (ალბათ ზენობიას არ ეყო იმის სიმამაცე, რომ კლეოპატრასავით მოეკლა თავი). აურელიანემ (ამ დროს კლავდიუსი უკვე გარდაცვლილი იყო) ზენობია ტიბურში გადაასახლა, ხოლო მისი შვილები სამეფო ფენის წარმომადგენლებზე დააქორწინა, ამით გაგრძელდა ზენობიას ხაზი- ხშირად მისი შვილები და შვილიშვილები ერეოდნენ რომის პოლიტიკაში, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში

 

1. თამარ მეფე

ჩვ. წ. XII-XIII საუკუნეები

სრულიად საფუძვლიანად, გააზრებულად და დამსახურებულად ამ სიის პირველ ადგილს ვუთმობ თამარ მეფეს. მითუმეტეს, რომ უცხოურ საიტებზეც ასეთ ტოპ ათეულებში პირველ ადგილზე თამარ მეფე დგას. მან ნამდვილად თავად გადაიხადა უამრავი ომი და ამ ომებიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. თამარ მეფეზე ბევრი რამე ვიცით და საჭიროდ აღარ ვთვლი კიდევ რამის დაწერას…


Read more: TOP 10 მეომარი ქალი
ნანახია: 1139 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: