მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » საქსაფონისტი ციყვი
7:52 PM
საქსაფონისტი ციყვი


ამ გაკვეთილში ჩვენ გავაკეთებთ მარტივ და მხიარულ კოლაჟს. ეს გაკვეთილი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება დამწყები ფოტოშოპ-დიზაინერებისთვის.

ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი სურათების გამოყენება:

შეინახეთ ისინი თქვენს კომპიუტერში და შემდეგ გახსენით ფოტოშოპში.

ციყვის სურათი იქნება მთავარი.

აირჩიეთ გადაადგილების ინსტრუმენტი: და შლიაპა გადაიტანეთ ციყვის ფოტოზე. საშლელის საშუალებით წაშალეთ ფონი შლიაპის გარშემო(მისი ლეიერი მონიშნული უნდა იყოს).

დააჭირეთ Ctrl + T (თავისუფალი ტრანფორმაცია) - შლიაპის გარშემო ჩარჩო გაჩნდება. მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ ჩარჩოს და შემდეგ "Flip Horizontal". ახლა შლიაპა და ციყვი ერთი მიმართულებით იყურებიან.

დააჭირეთ ღილაკ Shift-ს (პროპორციების შენარჩუნებისთვის) და ჩარჩოს კუთხე გადააადგილეთ ისე, რომ შლიაპის ზომა შემცირდეს.

აირჩიეთ გადაადგილების ინსტრუმენტი და შლიაპა გადაიტანეთ ციყვის თავზე. აიღეთ საშლელი და მისი გაუმჭვირვალეობა(Opacity) დააყენეთ 30%, შემდეგ წაშალეთ შლიაპის ის ადგილები, რომელთა უკანაც ციყვის ყურები იმალება.

შექმენით ახალი ლეიერი (Shift + Ctrl + N) - გადაიტანეთ იგი შლიაპის ლეიერის ქვეშ.

აირჩიეთ საშუალო, რბილი ფუნჯი , შავი ფერი და გაუსვით შლიაპის ქვეშ, ჩრდილის ეფექტისთვის.

ახლა აიღეთ 7up-ის სურათი, წაშალეთ ფონი და გადაიტანეთ ციყვთან ახლოს. მეტი დამაჯერებლობისთვის, მასაც გაუკეთეთ ჩრდილი ზუსტად ისე, როგორც შლიაპას(არ დაგავიწყდეთ ახალი ლეიერის შექმნა).

ბოლო ნაბიჯი - დავუმატოთ ციყვს საქსაფონი.
წაუშალეთ მას ფონი და გადმოიტანეთ მთავარ სურათში. შემოატრიალეთ ისე, როგორც შლიაპა, შემდეგ წაუშალეთ ის ადგილები, რაც ციყვის თითებს ფარავს(საქსაფონის ლეიერი უნდა იყოს მონიშნული).

მზადაა!


ნანახია: 883 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: