7:38 PM ფოტოშოპი ნაოჭების წინააღმდეგ | |
ამ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს. ამავე ტექნიკის დახმარებით თქვენ შეძლებთ სახიდან სხვა დეფექტების წაშლას: ხალები, ჭორფლი, მუწუკები, ნაკაწრები და სხვა. გახსენით სურათი, სადაც ნაოჭების მოშორება გსურთ. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ თვალების გარშემო ადგილებს დავამუშავებთ. ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ, ჰქვია Healing Brush Tool. ახლა ფუნჯისთვის შესაბამისი ზომა ავირჩიოთ, ამისთვის საკმარისი იქბნება 15 - 20px. გამოუსწორებელი შეცდომებისგან თავის ასარიდებლად ჯობს სურათის ლეიერი დააკოპიროთ (ლეიერზე მაუსის მარჯვენა ღილაკი და Duplicate Layer) და მასზე იმუშაოთ. შეცდომის შემთხვევაში, ერთი ნაბჯით უკან გადასვლა - CTRL+ALT+Z. დავიწყოთ... აუშვით ღილაკ ALT-ს და ფუნჯი აკურატულად გადაავლეთ ნაოჭებს, წყაროსთან ახლოს. ახლა წყაროს თითოეული პიქსელი გადაეცემა დამუშავების ადგილს და ფერიც ავტომატურად ეძლევა. სულ ეს არის. ვირჩევთ წყაროებს და ვამუშავებთ ნაოჭიან ადგილებს. ქვემოთ მოცემულია სურათი, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ ძველი ვარიანტი ახალს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |