მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » Photoshop ზაგარი
7:18 PM
Photoshop ზაგარი

ფოტოშოპში კანის ფერის შეცვლა საკმაოდ მარტივი ამოცანაა. ამ გაკვეთილში შევეცდებით გოგონა ინდოელს დავამსგავსოთ.

ნაბიჯი 1

ავირჩიოთ სურათი, რომელშიც ამ ეფექტის გამოყენება გვსურს:

ნაბიჯი 2

ახლა უნდა გამოვყოთ კანი. თუ ამასთან პრობლემები გაქვთ, შექმენით ახალი ლეიერი (ლეიერების პანელში ქვემოთ), აირჩიეთ ფუნჯი (Brush Tool) და კანი შეღებეთ ნებისმიერ ფრად.

ნაბიჯი 3

დააჭირეთ CTRL+კლიკი შექმნილ ლეიერზე(მის მინიატურაზე), იმისათვის რათა გამოვყოთ იგი. გადადით მთავარ ლეიერზე. ახლა დააჭირეთ CTRL+C და CTRL+V (ანუ შეიქმნა ახალი ლეიერი რომელზეც მხოლოდ კანია გამოსახული), ახლა კი წაშალეთ ლეიერი, რომელზეც ფუნჯით მუშაობდით (მაუსის მარჯვენა ღილაკი და Delete Layer)
ახლა დააჭირეთ CTRL+U ლეიერზე, რომელზეც კანი დავაკოპირეთ და დააყენეთ შემდეგი პარამეტრები:

ნაბიჯი 4

ახლა გამოყავით ტუჩები. შეგიძლიათ ისევ ახალი ლეიერი შექმნათ და წინა ნაბიჯების ანალოგიურად მოიქცეთ, თუმცა გაცილებით მარტივია რაიმე ინსტრუმენტის გამოყენება, მაგალითად Lasso Tool-ის. თუ გვინდა, რომ დავამატოთ ახალი გამოყოფა და არ დაგვეკარგოს წინა, დამატებისას დააჭირეთ Shift-ს.

ნაბიჯი 5

ჩვენ ვაპირებდით ეს გოგონა ინდოელად გვექცია. ამისთვის ფუნჯით შუბლზე წერტილი დავუხატოთ.

ნახეთ, როგორ შეიცვალა!

ნანახია: 715 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: