მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » პიგმეები
7:44 PM
პიგმეები

პიგმეები - დაბალი ადამიანები, რომლებიც აფრიკის ზოგ რეგიონში ცხოვრობენ: კონგოს ტყეებში, ბურუნდში, კამერუნში, გაბონში და რუანდაში. აზიაში მათ ვხვდებით მალაიზიაში, ახალ გვინეაში, სუმატრაზე და ფილიპინებში.

პიგმეების სიმაღლე დაახლოებით 1.35 - 1.45 მეტრია. ეს წყნარი, სიმშვიდის მოყვარული და გულუბრყვილო ხალხია. ისინი არ არიან დაკავებულნი მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით, ტანსაცმელი თითქმის არ აცვიათ, აშენებენ მხოლოდ პრიმიტიულ თავშესაფრებს დასაძინებლად. პიგმეები იკვებებიან ნადირობისას დაჭერილი ცხოველებით, თევზით, ხილ-ბოსტნეულით, ასევე ფესტვებითა და ველური თაფლით. ნადირობენ მშვილდ-ისრით და ხანდახან შუბებით.

პიგმეები ჯგუფებად ცხოვრობენ, თავმჯდომარედ კი ყველაზე უფროსია არჩეული. ისინი ტყიდან იშვიათად გამოდიან, მხოლოდ იმისთვის, რომ საკვები საჭირო ნივთებზე გადაცვალონ.

ნანახია: 668 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: