მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » Meta Refresh - გვერდის განახლება და გადამისამართება
7:57 PM
Meta Refresh - გვერდის განახლება და გადამისამართება

თუ შეგექმნათ ისეთი სიტუაცია, როცა საჭიროა გვერდის პერიოდულად განახლება ან მომხმარებლის გადამისამართება სხვა გვერდზე, დროის რაიმე შუალედის შემდეგ, მაშინ გამოსავალი მდგომარეობს სპეციალური მეტატეგის, "Refresh"-ის, გამოყენებაში.

დროის რაიმე შუალედში, გვერდის განახლების მაგალითი:

<meta http-equiv="refresh" content="10">

სადაც 10 არის გვერდის განახლებების ინტერვალი წამებში.

მომხმარებლის, დანიშნულ დროში, გადამისამართების მაგალითი:

<meta http-equiv="refresh" content="10;URL=http://google.com">

სადაც URL-ის შემდეგ იწერება გვერდის ან საიტის მისამართი, სადაც გადაიყვანთ მომხმარებელს.

ასეთი რამ შეიძლება დაგჭირდეთ ფორმის გამოყენებისას. როცა მომხმარებელი შეავსებს მას, დააჭერს ღილაკს "გაგზავნა", გადავა რაიმე სხვა გვერდზე, სადაც მადლობას გადაუხდით ფორმის შევსებისთვის და შემდეგ მეტატეგ "Refresh"-ის გამოყენებით ავტომატურად გადამისამართდება საიტის მთავარ გვერდზე.

ნანახია: 627 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: