12:50 PM ხელის სენსორული ტელეფონი | |
მინი-ტელეფონი ოთხ დიაპაზონში GSM (850/900/1800/1900 მჰც) მუშაობს და 1,8-დიუმიანი სენსორული დისპლეი აქვს გარჩევადობით 160×128 წერტილი. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ასეთ ეკრანზე არა მარტო ტელეფონის მენიუსთან გამკლავება, არამედ ფოტოსა და ვიდეოს ხილვა და SMS-შეტყობინებების აკრეფაც შეიძლება. მულტიმედიურ ფუნქციებში შედის ფლეერი MP3, MP4 და AVI-ს მხარდაჭერით, გამოისახება ფოტო ფორმატში JPG და TXT ფაილებიც კი. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა მცირეა, იგი მხოლოდ 250,5 კბაიტია, სამაგიეროდ არის სლოტი microSD ფორმატის კარტებისთვის მოცულობით 4 გბაიტამდე (2 გბაიტი კომპლექტში). საათფონი Void კომპაქტურია, კორპუსის გაბარიტებია 54x37x9 მმ. მაგრამ ასეთი საათით საუბარი, როგორც ჩვეულებრივი ტელეფონით, რამდენადმე მოუხერხებელია, ამიტომ გაჯეტი მხარს უჭერს პროტოკოლს Bluetooth, მეტიც, კომპლექტში შედის უსადენო გარნიტურაც ტელეფონ-საათის Void ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში Chinavasion129,96 აშშ დოლარია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |