მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » გრადიენტის ეფექტი
8:09 PM
გრადიენტის ეფექტი
ძალიან საინტერესო ეფექტი ფოტოებისთვის! ჩვეულებრივ სურათს ფანქრით ნახატად გადავაქცევთ.

ნაბიჯი 1:

გახსენით სურათი, რომლისთვისაც ამ ეფექტს გამოიყენებთ.
დააჭირეთ ღილაკ D, რათა ფერები პალიტრაში შავი და თეთრი იყოს.

ნაბიჯი 2:

დააკოპირეთ ლეიერი (მაუსის მარჯვენა ღილაკი და Duplicate Layer) და ახალი ლეიერისთვის შემდეგი ფილტრი გამოიყენეთ:
Filter > Artistic > Colored Pencil

შემდეგ ლეიერის რეჟიმი Normal შეცვალეთ Soft Light-ით (მსუსბუქი სინათლე).

დაახლოებით ასე უნდა გამოვიდეს:

ნაბიჯი 3:

ახლა აირჩიეთ ინსტრუმენტი Lasso Tool და შემოავლეთ სურათის ზედა მარცხენა კუთხეში (გვერდებზეც გააყოლეთ) ან ნებისმიერ სხვა ადგილას, როგორც მოგეწონებათ. თუ კარგად ვერ გამოყავით, დააჭირეთ CTRL+D და თავიდან სცადეთ.

გამოყოფის ადგილებში სურათი ნელ-ნელა გადავა ნახატში.

ნაბიჯი 4:

გადადით მენიუში: Select > (Modify) > Feather და რადიუსის მნიშვნელობა დააყენეთ 20 px. დააჭირეთ ღილაკ Delete-ს.

ესეც შედეგი.


ნანახია: 676 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: