7:42 PM გეოგრაფიული რეკორდები | |
გეოგრაფიულ „რეკორდებში" წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან
მოვლენა, რომლებიც გამოირჩევა თავისი მაშტაბურობით, განუმეორებლობით. მათ შორისაა: ატაკამას უდაბნო – ყველაზე მშრალი ადგილო მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2 მმ-ს, ზოგჯერ წვიმა რამდენიმე წელიწადსაც არ მოდის. ქალაქ ტრიპოლის მიდამოები – ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა. ოიმიაკონის ღრმული – ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთი ნახევარსფეროში.
მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო
წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70
გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა
ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი. სტორმბოლი – ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში,
ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი
მუდმივად იფრქვევა. გრენლანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².
მარიანის ღრმული – ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.
ამაზონი – ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში. ერთ წუთში მას 11 კმ³ წყალი ჩააქვს ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.
კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. მისი ფართობია 37,5 კმ².
ფედჩენკო – ყველაზე დიდი მთის მყინვარი მსოფლიოში. მდებარეობს ტაჯიკეთში, ჩრდილო-დასავლეთ პამირზე. მისი სიგრძე 77 კმ-ს აღწევს. ყველაზე თავსხნმა წვიმა დედამიწაზე აღირიცხა კუნძულ რეუნიონზე, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. აქ 1952 წლის 15 მარტს დღე-ღამის განმავლობაში მოვიდა 1870 მმ. ნალექი. ყველაზე მსხვილი სეტყვა დედამიწაზე აღირიცხა ყაზახეთში (შუა აზია) – 1 მარცვლის წონა შეადგენდა 1900 გრამს. ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე გეორგ V-ის სახელობის სანაპიროა ანტარქტიდაში, სადაც ქარის სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 320 კმ/სთ-ს. მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები პიგმეებია, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში. მამაკაცის სიმაღლე საშუალოდ 144-150 სმ-ია, ხოლო ქალები მათზე უფრო დაბლები არიან. ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში ალვინია. იგი მდებარეობს სამხრეთ კაროლინაში (შტატი აშშ-ში). აქ 10 კაცი ცხოვრობს. ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი მსოფლიოში კლივლენდია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს. აქ ყოველ წლიურად 50 ტონა მჭვარტლი ილექება. მსოფლიოში ყველაზე „მაღალი" სახელმწიფოა ნეპალი. მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრაკლურ ნაწილში. აქ წარმოდგენილია არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალი. მსოფლიოში ყველაზე „დაბალი" სახელმწიფოა მალდივის კუნძულების რესპუბლიკა. იგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. მისი უმაღლესი წერტილი 2 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი. აქ 1 მილიარდ სამას მილიონზე მეტი მცხოვრებია. ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი. მისი ფართობია 17, 1 მლნ კმ², რაც მსოფლიოს ხმელეთის 11%-ია. ფართობის და მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანია. იგი ქალაქ რომის ფარგლებში მდებარეობს. აქ 850 მცხოვრებია. ვატიკანის ფართობი 0,04 კმ²-ია. ყველაზე დიდი გამოქვაბულია მსოფლიოში – მამონტის მღვიმე. მისი სიგრძე უდრის 567 კმ-ს. წყარო:ვიკიპედია | |
|
სულ კომენტარები: 0 | |