მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)
3:49 PM
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)


და  კიდევ დღეს  მივაკითხოთ  ჩვენს  საყვარელ  გინესის რეკორდების  წიგნს.

გავხსნათ  სექცია  მწერების  შესახებ  და  მოვძებნოთ  ,,ყველაზე  შხამიანი 

ობებები”.  პირველობას  მათ  შორის  იყოფენ - შავი  ქვრივი  და  ბრაზილიური 

მოხეტიალე  ობობა.  ბრაზილიურ  მოხეტიალე  ობობაზე  ვისაუბრებ  ახლა.

 
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera) 

თავის  ლიდერ  პოზიციას  იგი  უნდა  უმადლოდეს  თავის  აგრესიულ  ქცევასა 

და  ნეიროტოკსინებს  რომელსაც  შეიცავს  მისი  შხამი.  ჯანმრთელ ადამიანში 

ბრაზილიური  ობობის  კბენა  იწვევს  ძლიერ  ალერგიულ  რეაქციას,  მაგრამ 

დროული  ვიზიტი  ექიმთან  და  ყველაფერი  რიგზე იქნება.  მაგრამ 

ბავშვებისთვისა  და  ადამიანაბისათვის  რომელთაც  სუსტი  იმუნიტეტი  აქვთ 

იგი  შეიძლება  სასიკვდილოც  აღმოჩნდეს.  ნაკბენს  მოყვება  ძლიერი  ტკივილი 

და  იწვევს  სასუნთქი  კუნთების  პარალიზებას.  ადამიანი  უბრალოდ  იხრჩობა.
 

სიკვდილი  კი  2-6  საათში  მოდის.

 
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera) 

აი  ერთი  სამწუხარო  მაგალითი.  ეს  მოხდა  უბრალო  ბრაზილიურ  ოჯახში 

რომელთაც  პატარა  ბავშვები  ჰყავდათ.  ცნობისმოყვარე  ძმა  დასთან  ერთად 

აძვრა  სხვენში,  იქ  კი  ყუთებში  დროებითი  თავშესაფარი  გაიკეთა 

ბრაზილიურმა  მოხეტიალე  ობობამ.  ბავშვებმა  ნახეს  არაჩვეულებრივი 

,,ცხოველი”  და  გადაწყვიტეს  ეთამაშათ  მასთან.  მაშინ  ობობა  უყოყმანოდ 

ჩაეჭიდა  3 წლის  გოგონას  ხელზე.  როდესაც  ბიჭმა  მისი  მოშორება  სცადა, 

ობობამ  უკბინა  მასაც.  ბიჭი  გადარჩა  მაგრამ  გოგონა  ექიმების  მოსვლამდე  დაიღუპა.

 
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)
ბრაზილიური მოხეტიალე ობობა(ლათ.foneutria fera)

შეიძლება  ყველაფერს  მშვიდობიანათ  ჩაეარა  ბავშვებს  ობობა  რომ  არ 

შეეწუხებინათ.  ის  პირველი  ადამიანებს  არ  ესხმის  თავს.  მხოლოდ  თავდაცვის 

გამო.  მაგრამ  პრობლემა  ისაა  რომ  ბრაზილიურ  ობობას  ძაან  უყვარს  ხალხის 

სახლში  ყოფნა,  ძირითადად  კარადაში  და  ნივთებით  სავსე  ყუთებში.  ამიტომ 

ხალხი  ყოველთვის  ყურადღებით  უნდა  იყოს.
 

ნანახია: 1177 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: