მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » Apple iPhone 4S
1:46 PM
Apple iPhone 4S

რამდენიმე დღეა, რაც კომპანია ეფლმა წარმოადგინა აიფონის მორიგი სერიის ტელეფონი. ბევრი ელოდა, რომ ეს იქნებოდა iPhone 5, მაგრამ ეფლმა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში (3G > 3GS), შემოგვთავაზა iPhone 4S. ალბათ არ უნდა ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის სახელს, მთავარია, რომ კომპანიამ ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული და გაცილებით მძლავრი ტელეფონი შესთავაზა მომხმარებლებს "ძველი” დიზაინით.

გაგაცნობთ იმ ძირითად სიახლეებს, რომლითაც ახალი 4S გამოირჩევა მისი წინამორბედისგან, ხოლო შემდგომში სათითაოდ განვიხილოთ ისინი:

Dual-core (ორბირთვიანი) A5 პროცესორი

8MP კამერა გაუმჯობესებული ოპტიკით

FULL HD ვიდეო გადაღება

iOS 5 განახლებული სისტემა

FaceTime ვიდეო კონფერენცია

Siri ხმოვანი ბრძანებები

ახალი 1 GHz ორბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს მონაცემების ორჯერ უფრო სწრაფად დამუშავებას და ნებისმიერ მძლავრ აპლიკაციასთან შეფერხებების გარეშე მუშაობას, ხოლო PowerVR SGX543MP2 გრაფიკული ბარათის მეშვეობით iPhone 4S, ნებისმიერ თამაშს და FULL HD ვიდეო კლიპს იდეალურად უმკლავდება.

 

 

8 MPკამერა, რომელიც ეფლის ახალი პროდუქტის ერთერთი ძლიერი მხარეა. მისი წყალობით ფოტოები გამოდის იდეალური ხარისხის, "ხმაურის” დონე მინიმუმამდეა დაყვანილი ახალი ოპტიკის მეშვეობით. ხოლო ის პროგრამული დამატებები, რომლებიც ინტეგრირებულია კამერაში, უზრუნველყოფს გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალებთან მუშაობას და მათ რედაქტირებას სურვილისამებრ.
  რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, მაქსიმალური რეზოლუციაა 1920*1080, ანუ FULL HD, ესაა საუკეთესო ხარისხი, 30 კადრი წამში, სინათლის სენსორით და სტაბილიზაციის ფუნქციით. ხოლო ფუნქცია iMovie საშუალებას მოგცემთ გადაღებული ვიდეო ფაილი დაარედაქტიროთ სურვილისამებრ: ამოჭრათ ნაწყვეტი, გადააბათ რამდენიმე ვიდეო, დაამონტაჟოთ კადრები და ა.შ.
     

 

Face Time - ვიდეო ზარი, რომლის საშუალებითაც Wi-Fi ქსელის დახმარებით დაუკავშირდებით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ან სულაც საქმიან პარტნიორებს და შეგეძლებათ ვიდეო კონფერენციის განხორციელება.

 

 

 

Siri - ესაა პროგრამა, რომელსაც ესმის თქვენი საუბარი, თქვენი ბრძანებები და შესაბამისად ასრულებს მათ. ჯერჯერობით მას ესმის მხოლოდ ინგლისური ენა. ასე მაგაკითად: "Do I need an umbrella?” – იგი ავტომატურად გადაამოწმებს ამინდის პროგნოზს თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად და გაგცემთ შესაბამის პასუხს, ან მაგალითად: "Where’s the closest ATM?” – ის გამოთვლის ოპტიმალურ მანძილს უახლოეს ბანკომატამდე და მიგითითებს მის ადგილმდებარეობას.
როგორც ეფლი აცხადებს, იგი ჯერ ბეტა სტადიაში და დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწება…
         
  • GSM და CDMA ქსელების მხარდაჭერა
  • 640 x 960 პიქსელის მქონე ნაკაწრებისგან დაცული დისპლეი 16 მლნ. ფერით
  • 16 / 32 / 64 GB შიდა მეხსიერება
  • Bluetooth v4.0 A2DP ფუნქციით
  • LED განათება
  • GPS ნავიგაცია
  • TV-out
  • 1 GHz dual-core პროცესორი
  • PowerVR SGX543MP2 გრაფიკული ბარათი
  • Li-Po 1430 mAh სიმძლავრის ელემენტი
ეს რაც შეეხებოდა ჰარდს, პროგრამული მხარდაჭერა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იმდენად დიდია, რომ აქ ჩამოწერას აზრი არა აქვს :)

რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით, გაყიდვაში iPhone 4S 14 ოქტომბერს გამოჩნდა და მილიონზე მეტი ტელეფონი წამიერად გაიყიდა… გარკვეულწილად ეს ეფლის მარკეტინგული კამპანიების შედეგია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი აიფონი მართლაც რომ საუკეთესოა თავისი შესაძლებლობებით, ეფლმა მიაღწია დასახულ მიზანს და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა… ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრიტიკოსებსაც კი არ ქონიათ "საქმე”.

 

ნანახია: 696 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: