მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა
3:29 PM
ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა

   ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა. ხმოვან რეჟიმზე გადასასვლელად საჭიროა კლავიატურაზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერა. ჯერ-ჯერობით Swype მხოლოდ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე ფუნქციონირებს, მაგრამ 2012 წელს მათ რიცხვს კიდევ ორი უცხო ენა შეემატება. Swype-ში გამოყენებულია ხმის ამომცნობი სისტემა Dragon Dictation, რომელიც კომპანია Nuance Communications-ის მიერ შეიქმნა. 2011 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Nuance Swype-ს $100 მილიონად ყიდულობს.
ამჟამად ხმით მართვის ფუნქცია წარმოდგენილია Swype კლავიატურის ბეტა ვერსიაში. პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Swype-ის ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ ბეტა ვერსია არ იმუშავებს Android 1.6 ვერსიაზე, ისევე როგორც მოწყობილობებზე, რომელზეც მწარმოებლების მიერ Swype წინასწარ იყო ჩატვირთული.
ბეტა ვერსიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თუ Swype ვერ გაარჩევს რომელი სიტყვა აკრიბა მომხმარებელმა, იგი თავად შეარჩევს წინადადებისთვის მეტნაკლებად შესაფერის სიტყვას. 
ნანახია: 666 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: