მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » წვიმის ეფექტი
8:16 PM
წვიმის ეფექტი

გავხსნათ სურათი, რომელშიც წვიმის დამატება გვინდა.

შევქმნათ ახალი ლეიერი(Create a new layer, SHIFT+CTRL+N) და Paint Bucket Tool-ით გავაფერადოთ თეთრად. გადავდივართ მენიუში: Filter > Noise > Add noise და ვაყენებთ პარამეტრებს ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

ასეთი რამ მივიღეთ:

ახლა გადავიდეთ: Filter > Blur > Motion Blur, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ წვიმის დაცემის კუთხე.

ახლა შევცვალოთ ლეიერის Blending Mode, რომელიც Normal-ზეა დაყენებული(ლეიერების პანელის მარცხენა-ზედა კუთხე). გადავიყვანოთ Screen-ზე.

შემდეგ დავაჭიროთ CTRL+M, რათა გავხსნათ ფანჯარა Curves.

აქ Input და Output შეარჩიეთ ისე, რომ ფერები ძალიან არ განსხვავდებოდეს თავდაპირველისგან და თან წვიმის წვეთებიც ჩანდეს. მაგალითად ავიღოთ ასეთი პარამეტრები:

ესეც ჩვენი სურათი:

ნანახია: 772 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: