მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » თოვლიანი ზაფხული
8:14 PM
თოვლიანი ზაფხული

ამ გაკვეთილში თქვენ ნახავთ, როგორ დავამატოთ თოვლი სურათში.

ასეთი ეფექტი, ცხადია, ძირითადად ბუნების ფოტოებში გამოიყენება, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვცადოთ სხვა სურათებზეც.

გავხსნათ რომელიმე სურათი:


შექმენით ახალი ლეიერი ”Channel Mixer”. დააჭირეთ ამ ნიშანს ქვემოთ, ლეიერების პანელში და აირჩიეთ "Channel Mixer".

გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ OK-ს.

შეცვალეთ ლეიერის Blending Mode, რომელიც ახლა Normal-ზეა, "Lighten"-ით.

ახლა გახსენით ფანჯარა "Channel Mixer" და დააყენეთ შემდეგი პარამეტრები:
თავიდან მონიშნეთ Monochrome.

თუ თქვენ სხვა სურათზე მუშაობთ, ეფექტი ამისგან ალბათ განსხვავებული იქნება, რადგან იგი დამოკიდებულია სურათის ინდივიდუალურ პარამეტრებზე: განათება და სხვ.

შეგიძლიათ ცოტა იმუშაოთ პარამეტრებთან - ”Blue” და ”Constant", სანამ შედეგით არ დაკმაყოფილდებით.

"Blue" და "Constant"-ის ცვლილების მაგალითები:

აქ თოვლი თითქმის არაა:


აქ ცოტა მეტია:


აქ ძალიან ბევრია:

ნანახია: 633 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: