TOP 10 საინტერესო ფაქტი პოპულარული პოსტერების შესახებ - 3 იანვარს 2012 - nikaika.ucoz.com
მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » TOP 10 საინტერესო ფაქტი პოპულარული პოსტერების შესახებ
12:30 PM
TOP 10 საინტერესო ფაქტი პოპულარული პოსტერების შესახებ


პოსტრები უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც არსებობს და მუდმივად არიან ჩვენს ირგვლივ.  მათ იყენებენ სხვადასხვა მიზეზებისთვის-  პროდუქტის რეკლამისთვის, პატრიოტული სულისკვეთების გასაღვივებლად თუ ფილმის რეკლამისთვის. ამ პოსტში არის 10 ცნობილი პოსტერი ან სურათი პოსტერის ფორმატში და მათ შესახებ საინტერესო ინფორმაცია…

 

10. Lunch atop a Skyscrape

 

თითქოს იფიქრებთ, რომ ეს ფოტო არ არის რეალური და გაყალბებულია. მაგრამ ასე არ არის. ეს ლეგენდარული ფოტოსურათი შემთხვევით გადაიღო ჩარლზ ებეტსმა, 1932 წლის 29 სექტემბერს. ფოტოზე აღბეჭდილია 11 მუშა, რომლებიც მიირთმევენ ლანჩს RCA-ის (დღევანდელი GE-ს შენობა) შენობის 69-ე სართულზე, ნიუ-იორკში, ამ შენობის მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე. დღეს უკვე სურათზე აღბეჭდილი ყველა მამაკცის ვინაობა ცნობილია. ყველაზე მარცხნივ და ყველაზე მარჯვნივ ზიან მეთი ო’შოგნესი და პატრიკ გლინი , ორივე წარმოშობით გალუეიდან, ირლანდიიდან არიან. ისინი ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩავიდნენ. კაცი, რომელიც ზის მარცხნიდან მეოთხე არის ფრენსის მაიკლ რეფერტი და მის გვერდით მარცხნივ ზის მისი საკეთესო მეგობარი სტრეტჩ დონაჰუ. ამავე დღეს და ადგილას ებეტსმა გადაიღო კიდევ ერთი სურათი, რომელსაც Men Asleep-ს უწოდებენ და მასზე გამოსახულია იგივე მძინარე მუშები.

საინტერესო ფაქტი:  ამ ფოტოს ავტორი და მის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში "უცნობი” იყო. მის ავტორად არ მიიჩნებდნენ ებეტს, მანამ სანამ 2003 წელს კერძო საგამოძიებო ფირმამ, არ გამოიძია ამ ფოტოს შესახებ ყველაფერი. ფოტოს ავტორად ხშირად ლევის ჰაინსაც მიიჩნევდნენ , რომლის ფოტოები გამოფინეს Empire State Building-ში, 1931 წელს.

 

9. We Can Do It!

ეს პოსტერი შექმნა ამერიკელმა გრაფიკოსმა მხატვარმა ჯ. ჰოვარდ მილერმა , 1941 წელს. მილერმა მუშაობა დაიწყო Westinghouse Company-ში და მან შექმნა პოსტერების სერია, რათა Westinghouse Company დაეფინანსებინა War Production Coordinating Committee-ს. ჩვეულებრივ ამ პოსტერს ეძახდნენ Rosie the Riveter, მაგრამ ამ პერიოდისთვის ეს სახელი არ ასოცირდებოდა ამ პოსტერთან. ეს მოხდა ერთი წლის შემდეგ, როცა გამოვიდა პოპულარული პატრიოტული სიმღერა სახელად- Rosie the Riveter. პოსტერი გახდა ქალის სიმბოლო, რომელიც წარმოქმნის ომის წყაროებს მამრობითი სქესის სამხედროების დასასაქმებლად. მილერი ეყრდნობა გამოთქმას-  ”We Can Do It!” პოსტერზე გამოსახულია ქარხანაში მომუშავე ქალი- ჯერალდინა დოილი. აღსანიშნავია, რომ ამ ქალმა მხოლოდ 2 კვირა იმუშავა ქარხანაში შემდეგ კი წავიდა სამსახურიდან, რადგან ეშინოდა  არ დაზიანებოდა ხელი და ამის გამო არ შეშლოდა ხელი ჩელოს თამაშის დროს. ეს პოსტერი არ გახდა პოპულარი 1970 და 80-იან წლებში, როცა ამერიკაში წინ წამოიწია ქალების თანასწორობის იდეამ მუშაობის სფეროში, კაცების მსგავასად.

საინტერესო ფაქტი: ჯერალდინა დოილი, რომელიც გამოსახულია ამ პოსტერზე გარდაიცვალა გასულ წელს 86 წლის ასაკში. 1984 წლამდე დოილმა არ იცოდა, რომ ამ პოსტერზე იყო გამოსახული. ეს მან მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა მუშაობა დაიწყო Modern Maturity magazine- ში.

 

8.  Farrah Fawcett

როცა ეს ფოტო გადაიღეს, ფავკეტი ჯერ კიდევ უცნობი მსახიობი იყო. იგი ჯერ კიდევ არ მონაწილეობდა ჰიტ შოუ- Charlie’s Angels-ში, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე სამუშაო და გამოსახული იყო რეკლამებშიც. მისმა აგენტებმა მოუსურვეს ფავკეტის ბიკინით გადაღება და დაიქირავეს ფოტოგრაფი ბრიუს მაკბრუმი. გადაღება ჩატარდა Fawcett’s Bel Air-ის აუზთან, კალიფორნიაში, სახლში სადაც ის და მისი ქმარი – მსახიობი ლი მჯორსი ცხოვრობდნენ.  მეგობრების თქმით ფარაჰმა მოიწესრიგა თმები და გაიკეთა მაკიაჟი სარკის გარეშე. თმის ბრწყინვალების ასამაღლებლად წაისვა ლიმონის წვენი. მაკბრუმმა გამოიყენა ძველი ინდური საბანი, რომელიც თავის მანქანაზე ეფარა. ფარაჰმა რამდენჯერმე გამოიცვალა საცურაო კოსტუმები, რათა სრულიად დაეფარა მისი შრამი მუცელზე, რომელიც ბავშვობაში მიიღო. ამ დროს მიხვდა მაკბრუმი, რომ ამ ქალს რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. 1976 წელს ფარაჰ ფევკეტის 12 მილიონი პოსტერი გაიყიდა.

 

საინტერესო ფაქტი: ამ წლის 2 თებერვალს, დღე როცა უნდა ყოფილიყო ფარაჰის 64-ე დაბადების დღე, მისმა ოჯახმა მიიღო საჩუქრად სხვადასხვა ნივთები სმითსონის სახელობის ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმიდან, მათ შორის იყო სამარცხვინო წითელი საცურაო კოსტუმი, რომელიც აცვია ფარაჰს ამ ცნობილ პოსტერზე.

 

7.  Lord Kitchener Wants You

ეს ცნობილი პოსტერი ასახავს სახელმწიფოს ომის სახელმწიფო მდივანს, ლორდ კიტჩენერს, რომელიც პირველად გაჩნდა 1914 წლის 4 სქტემბერს, ლონდონის იდეის მიხედვით. ამ პერიოდში ქვეყანას ჰყავდა ყველაზე დიდი რაოდენობით მოხალისე. საპარლამენტო მოხალისეების კომიტეტმა ცოტა ხნის შემდეგ მიიღო ნებართვა, რომ გამოეყენებინა ეს სურათი პოსტერისთვის. კიტჩენერმა "შეკრიბა” ყველაზე დიდი ოდენობით მოხალისე, რაც კი დიდ ბრიტანეთს ენახა გერმანიის წინააღმდეგ, დასავლეთის ფრონტზე. 1916 წელს ლორდი კიტჩენერი დაიღუპა, როცა რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგ მოჰყავდა ხომალდი და გერმანელებმა ააფეთქეს ის. კიტჩენერის სიკვდილის შემდეგ ეს პოსტერი საუკეთესო პოსტერად აღიარეს, მაგრამ მის შემდეგ მრავალი დიდებული და წარმატებული პოსტერი გამოვიდა.აღმოაჩინეს ამ პოსტრების სხვა ვერსიებიც. დღეს ბევრ ისტორიკოსს აკვირვებს ამ პოსტერის სტრატეგიული ხედვა და მნიშვნელობა.

საინტერესო ფაქტი: ეს პოსტერი გახდა ლეგენდარული ძია სემის "I Want You For The US Army”-ის პოსტერის შთაგონებად, რომელსაც ამერიკელები იყინებდნენ როგორც I, ისე II მსოფლიო ომის დროს. ასევე Lord Kitchener Wants You შთაგონება გახდა ცნობილი Smokey the Bear "Only YOU Can Prevent Forest Fires”-ის პოსტერისთვის.

 

6. Tennis Girl

ამ ცნობილ პოსტერს უბრალოდ ტენისის გოგოს ეძახიან და გადაღებულია მარტინ ელიოტის მიერ, 1976 წელს. როცა პოსტერი პირველად გამოვიდა გასაყიდად, მისი 2 მილიონი ასლი გაიყიდა. ყველაზე ხშირად მას ყიდულობდნენ ახალგაზრდა თინეიჯერი ბიჭები. ფოტოზე გამოსახულია 18 წლის ხელოვნების განყოფილების სტუდენტი ფიონა ბათლერი. ვინც იყო ელიოტის გირლფრენდი ამ დროს. ფიონა არ თამაშობდა ტენისს რეგულარულად, ამიტომ მან ტანსაცმელი და რეკტები მეგობრისგან ითხოვა. მას აცვია მამამისის ფეხსაცმელები და გამოყენებული აქვს თავისი ძაღლის ტენისის ბურთები. ელიოტმა შემდეგ დაარწმუნა ფიონა, რომ აეწია კაბა, ისე რიმ უკანალი გამოსჩენოდა. ელიოტმა სურათი მიყიდა Athena poster company-ის, მაგრამ შეინარჩუნა საავტორო უფლებები და გამოიმუშავა £250,000. ფიონა ბათლერს ამ პოსტერიდან არანაირი ანაზღაურება არ მიუღია.

საინტერეო ფაქტი: 30 წელზე მეტ ხანს ფიონა უარს ამბობდა ამ პოსტერის ხელახლა გამოცემაზე, ხოლო წელს მან გადაწყვიტა ხელი შეეწყო გაზონის ჩოგბურთის როგორც ხელოვნების საგანის განვითარებაში გამართული გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება ბირმინგემის ბარბერის ინსტიტუტში. ფიონა მიიჩნევს, რომ ის თავისი სურათით დაიკავებს რაღაც ადგილს ჩოგბურთის ისტორიაში. ფიონა დღეს არის 52 წლის სამი ბავშვის დედა და დაქორწინებულია მდიდარ ბიზნესმენზე. მას არ აქვს დისკომფრტი თავის სურათის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ფოტოგრაფი მარტინ ელიოტი კი გარდაიცვალა გასულ წელს 63 წლის ასაკში.

 

5. ალბერტ ეინშტეინი

ეს ცნობილი ალბერტ ეინშტეინის ფოტო და პოსტერი გადაღებულია 1951 წლის 14 მარტს, UPI-ის ფოტოგრაფის არტურ სასის მიერ. პრინსტონის ღონისძიების შემდეგ, რომელიც ეძღვნებოდა ალბერტ ეინშტეინის 72-ე დაბადების დღეს, სასი და სხვა ფოტოგრაფები უშედეგოდ ცდილობდნენ ეინშტეინის გაღიმებას და სურათის გადაღებას. როცა ღონისძიება დამთავრდა და ეინშტეინი მანქანისკენ ბრუნდებოდა უკვე ძალიან დაღლილი იყო ამდენი ღიმილისაგან. როცა ფოტოგრაფები მას არ მოშორდნენ ეინშტეინმა დაიყვირა: "საკმარისია, საკმარისია!”. როცა ეს სიტყვები არ გაითვალისწინეს ფოტოგრაფებმა მიიღეს რეაქცია, რომელიც უკეთესი იყო ვიდრე ღიმილი. ეს ფოტო გახდა ყველაზე პოპულარული ფოტო რაც კი ეინშტეინისთვის გადაუღიათ.

საინტერესო ფაქტი: ეინშტეინს იმდენად მოეწიონა ეს ფოტო, რომ მან სურათი ისე ამოჭრა რომ მხოლოდ მისი სახე ჩანდა. შემდეგ გააკეთა რამდენიმე ასლი და გაუგზავნა მეგობრებს მისალოცი ბარათებით. სურათის ორიგინალში ეინშტეინი ზის მანქანაში დოქტორ ფრანკ ეიდელოტსა და მის ცოლს შორის.

 

 

4. American Girl in Italy

ბევრი შეამჩნევს ამ პოსტერს იმ ადგილებში, რომლებთანაც დაკავშირებულია პიცა, მთელი მსოფლიო მაშტაბით. ეს ფოტო გადაღებულია ამერიკელი ფოტოგრაფის რუთ ორკინის მიერ 1951 წელს. ჟურნალის Life Magazine-ის დამაარსებლის დავალებით. ორკინი გაემგზვრა ჯერ ისრაელში, ხოლო შემდეგ იტალიაში, ფლორენციაში, სადაც შეხვდა ამერიკელ მხატვარს ჯინქს ალენს (დღეს ის ცნობილია როგორც ნინელი ქრეიგი). ისინი საუბრობდნენ მარტო მოგზაურობის გამოცდილებებზე. ორკინი ამბობდა, რომ საინტერესოა იმ ფოტოების გადაღება, რომლებიც იმსახურებს მოწონებას.მან შექმნა ფოტოების კრებული- "Don’t Be Afraid to Travel Alone”. ორკინმა გადაიღო ალენი შოპინგის, გზის გადაკვეთის, ეტლზე ჯდომისას, კაფეში ფლირტის დროს. ამის შემდეგ ორკინმა დაინახა ალანი ქალაქის მოედანზე მოსიარულე და მის მიმართ მიპყრობილი მამაკცების "მოსიყვარულე” მზერა. ორკინმა სთხოვა ალენს, რომ კვლავ გაევლო იმ ადგილას. რუთმა გადაიღი ორი ფოტო, რომელთაგან ერთ-ერთი გახდა ცნობილი. რუთ ორკინი გარდაიცვალა 1985 წელს, 63 წლის ასაკში.

საინტერესო ფაქტი: ქალი ფოტოზე, ნინელი ქრეიგი ცნობილია თავისი ნათქვამით: "მე მოვიხვიე ჩემი შარფი, რადგან ის იყო ჩემი ფარი. მე მივდიოდი კაცების ზღვის შუაგულში”. დღეს ნინელი აღიარებს, "მე ამით ნასიამოვნები ვიყავი ყოველი წუთი. ისინი იყვნენ იტალიელები და მე მიყვარს იტალიელები”.

 

3. Kiss by the Hotel de Ville

1950 წელს Life Magazine-მა დაუკვეთა ფრანგ ფოტოგრაფს რობერტ დუასნოს, რომ გადაეღო ისეთი ფოტო, რომელიც გავრცელდებოდა პარიზის შეყვარებულ წყვილებში. შეყვარებული წყვილის კოცნის დაკვირვების შემდეგ, რობერტი მიუახლოვდა მათ და სთხოვა კვლავ ეკოცნათ ერთმანეთისთვის და ის გადაიღებდა ამას. 20 წლის ფრანსუა დელბარტიც და 23 წლის ჟაკ კარტოდიც ოცნებობდა მსახიობობაზე და ისინი გადაიღო ფოტოგრაფმა სამ სხვადასხვა ადგილას. პირველად დოისნომ გადაიღო ფოტოები Place de la Concorde-ში, შემდეგ Rue de Rivoli-ში და ბოლოს Hôtel de Ville-ში. ამ სურათების დათვალიერების შემდეგ ეს სურათი დაივიწყებას მიეცა 30 წლის განმავლობაში. საბოლოოდ ეს ფოტო "აღმოაჩინა” პლაკატების კომპანიამ და გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პოსტერი.

საინტერესო ფაქტი: რამდენიმე წლით ადრე სურათზე ასახული წყვილი "დაიშალა”. ფრანსუა დაქორწინდა ალენ ბორნეტზე , დოკუმენტურ და სარეკლამო რეჟისორზე. ჟაკ კარტოდი გახდა მევენახე და დასახლდა სამხრეთ საფრანგეთში. ის გარდაიცვალა 2004 წელს. რობერტ დუანომ გააგრძელა ფოტოგრაფად მუშაობა.

 

2. Che Guevara

ეს ცნობილი ფოტო ცნობილია როგორც- Guerrillero Heroico და გადაღებულია ჰავანაში, კუბაზე, 1960 წლის 5 მარტში, ალბერტო კორდას მიერ. ამახანაგი ჩე მოულოდნელად გამოცდა სცენაზე, მაშინ როცა ფიდელ კასრო ხოტბას ასხამდა La Coubrს აფეთქებას და სწორედ ამ დროს არის გადაღებული სურათი. ჩე გევარას ორ ტონიანი სურათი დაამზადა ირლანდიელმა მხატვარმა ჯიმ ფიტზპატრიკმა, 1968 წელს. სურათი შესულია მსოფლიოს პორტრეტული სურათების ტოპ ათეულში, მონა ლიზასთან ერთად. ეს სურათი დატანილია მსოფლიოს ათასობით პოსტერზე, მაისურებზე და კიდევ მრავალ ზედაპირზე. კორდა ამ დღეს კიდევ ბევრი სურათი გადაიღო:

 

 

საინტერესო ფაქტი: იმის გამო, რომ ის ფოტოს გამოყენებას ეძახოდა "კომერციულ სისულელეს”, ამ წელს ფიტზპატრიკმა გამოაცხადა ამ სურათზე მისი საავტორო უფლებები. მან საწყის ეტაპზე ნება დართო ევროპის რევულივიურ ჯგუფებს, რომ გამოეყენებინათ ეს სურათი. ის გეგმავს, რომ სურათის საავტორო უფლებები გადასცეს ჩე გევარას ოჯახს.

 

1. Ali – Liston

ეს ფოტოსურათი და პოსტერი გადაღებულია სპორტის ილუსტრაციის ფოტოგრაფის ნილ ლეიფერის მიერ, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერტ ყველაზე საუკეთესო სპორტის ფოტოგრაფად. 1965 წლის 25 მაისს ლევისტონშო, მეინში, მუჰამედ ალი და სონი ლისტონი მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 1964 წლის შემდეგ ალიმ პირველად გაიმარჯვა. მეორე ბრძოლის ფინალი რჩება ერთ-ერთი ყველაზე საკამთო საკითხი კრივის ისტორიაში. პირველი რაუნდში ლისტონ რამდენჯერმე დაეცა და ბევრი მოსაზრების თანახმად ეს არ იყო სწორი სპორტ. ნოკდაუნი. ალიმ ამ დროს უარი თქვა წასულიყო ნეიტრალურ კუთხეში. ამის ნაცვლად, ალი თავზე ადგა ლისტონს და უყვიროდა მას: "ადექი და იბრძოლე ცინგლიანო!”. ეს ის მომენტია, რაც პოსტერზეა გამოსახული.

საინტერესო ფაქტი: ლეიფერის თქმით მან გაიმარჯვა, რადგან იდგა სწორ ადგილას. სპორტის ისლუსტრაციები ხშირად ფარავდნენ ამ კრივის შედეგებს. ლეიფერმა თქვა ინტერვიუში სჩარფმენზე: "მე არ ვაკეთებ განსხვავებას როგორი კარგი იყო ის, იგი აშკარად არასწორ ადგილას იყო.”
ჰერბ სჩარფმენი იყო ფოტოგრაფი, რომლის დანახვა შესაძლებელია ფოტოზე ალის ფეხებს შორის. 1963-დან – 1972 წლამდე სჩარფმენის ფოტოები დაიბეჭდა 14-ჯერ. ის ამტკიცებდა ლეიფერის საწინააღმდეგო მოსაზრებას.



Read more: TOP 10 საინტერესო ფაქტი პოპულარული პოსტერების შესახებ 
ნანახია: 174 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: