მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » სილქნეტის ახალი პროდუქტი – მობილური ტელეფონი S1
10:48 PM
სილქნეტის ახალი პროდუქტი – მობილური ტელეფონი S1
სილქნეტი მობილურ ბაზარზე ოპერირებას ახალი პროდუქტით – S1 იწყებს. აბონენტებს მობილური ტელეფონით სარგებლობა შეეძლებათ სილქნეტის უკაბელო ქსელის დაფარვის ზონებში – თბილისი, მცხეთა–მთიანეთი, გურია–სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი. მობილური მუშაობს CDMA 800 Mhz სიხშირეზე ინდექსით „570".
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 5 ლარითაა განსაზღვრული და ანგარიშის შევსება ხდება წინასწარ. სერვისის უპირატესობა – უფასო შიდა ქსელია: S1–დან S1–ზე აბონენტები უფასოდ საუბრობენ. მობილური ტელეფონით სილქნეტის ნებისმიერ მომხმარებლებთან კავშირი თბილისსა და რეგიონებში უფასოა, ისევე როგორც სილქნეტის სახლის ტელეფონიდან S1–ზე. სხვა ფიქსირებულ ქსელთან კავშირისას მომხმარებლებს დაერიცხებათ ტარიფი – 6 თეთრი; მობილურ ოპერატორებთან ზარის წამოწყების ტარიფი 5 თეთრია, ხოლო წუთი – მაგთიზე და ჯეოსელზე – 0.10 თეთრი, ბილაინი – 0.16 თეთრი; 1 SMS-ის გაგზავნა 5 თეთრი; 
Huawei C2827–ფასი 28.00ლ ; ZTE S300 – ფასი 68.00ლ; ZTE F930 – ფასი 228.00ლ – მობილური აპარატების შეძენა მხოლოდ თბილისის სერვის ცენტრებშია შესაძლებელი. ტელეფონებს ინტერნეტის გააქტიურების შესაძლებლობა გააჩნიათ. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ZTE F930 აღჭურვილი. ტარიფი: 1მბ – 3 თეთრი. მომხმარებელი ისარგებლებს ასევე, დამატებითი მომსახურებებით, როგორიცაა ზარის გადამისამართება, კონფერენც კავშირი, სამმხრივი საუბარი, ნომრის დაფარვა და სხვა.
RUIM ბარათის ფასი 1 ლარია, რომელიც ანგარიშზე უბრუნდება აბონენტს და აპარატთან ერთად საკუთრებაში გადაეცემა. ანგარიშის შევსება ხდება კომერციული ბანკებით, სწრაფი გადახდის აპარატებით და ონლაინ გადარიცხვების მეშვეობით საკომისიოს გარეშე.
*იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ამ დრომდე სარგებლობდნენ სილქნეტის მობილური პროდუქტით – ინდექსით 791, მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნებიან ინდექსზე 570 და მათზე გავრცელდება იგივე პირობები, რაც S1 მობილურზეა განსაზღვრული.
                             
ნანახია: 765 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: