როგორ გაჩნდა ზეთისხილი - 3 იანვარს 2012 - nikaika.ucoz.com
მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » როგორ გაჩნდა ზეთისხილი
7:52 PM
როგორ გაჩნდა ზეთისხილი

ამ პოსტში მოგითხრობთ მითს იმის შესახებ,თუ როგორ გაჩნდა ზეთისხილი.იმედია მოგეწონებათ.

ზღვებისა და ოკეანეების ღმერთი პოსეიდონი კუნძულზე აგებულ სადაფის სასახლეში ცხოვრობდა.სასახლე ნიჟარებით და მარჯნებით იყო მორთული.
თუ პოსეიდონს ვინმე გააბრაზებდა,ღმერთი ეტლში ფრთოსან ცხენებს შეაბამდა,გააქროლებდა და ზღვაზე ქარიშხალს იწვევდა,ხმელეთზე კი მიწისძვრას.ერთხელაც მან თავისი სამფლობელოს გაფართოება და ქალაქ ათენის მბრძანებლობა მოისურვა.ამ ქალაქის მფარველობა ზევსის ასულს,სიბრძნის ქალღმერთ ათენასაც სურდა.
-მოდი ერთმანეთს შევებრძოლოთ!-შესთავაზა გამარჯვებაში დარწმუნებულმა პოსეიდონმა ქალღმერთს.
ბრძენმა ათენამ უთხრა:
-ორთაბრძოლა რა საჭიროა?მოდი, მშვიდობიანად შევეჯიბროთ ერთმანეთს.ვინც ათენელებს ყველაზე გამოსადეგ საჩუქარს უბოძებს,ქალაქის მმართველობაც მას ერგოს!
-მე ცხენს მივუძღვნი!ცხენზე გამოსადეგი რა უნდა იყოს?!-წამოიყვირა პოსეიდონმა და მის გვერდით მაშინვე თეთრი ცხენი აჭიხვინდა.
ათენამ კი მიწას შუბი დაჰკრა და იმ ადგილას ვერცხლისფერფოთლება ნერგი ამოვიდა.ეს ზეთისხილის ხე იყო.
ზევსმა ღმერთებისა და ქალღმერთების საბჭო მოიწვია და გამარჯვებულის დასახელება მოითხოვა.ღმერთები პოსეიდონს მიემხრნენ,ქალღმერთები კი ათენას.ზევსი ქალღმერთებს დაეთანხმა,განაცხადა,ათენელებს ცხენზე უფრო ზეთისხილის ხე და მისი ნაყოფი გმოადგებათო. ქალღმერთებმა გაიმარჯვეს.ასე გახდა ათენა ქალაქ ათენის მფარველი,ზეთისხილი კი მშვიდობის სიმბოლო.

ნანახია: 107 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: