მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ფოტოშოპ Halloween
7:45 PM
ფოტოშოპ Halloween

ამ გაკვეთილში ჩვენ გავაკეთებთ ჰელოუინის გოგრას

შექმენით ახალი დოკუმენტი ზომით
500x500 და Paint Bucket Tool-ით შეღებეთ შავად.

შექმენით ახალი ლეიერი(CTRL+SHIFT+N ან ლეიერების პანელში ქვემოთ ღილაკით). აირჩიეთ ინსტრუმენტი და დახატეთ ოვალური ფორმა. შემდეგ გააფერადეთ ის ნარინჯისფრად.

ახლა ამ ლეიერისთვის გამოვიყენოთ სტილი ”შინაგანი ჩრდილი”. ამისთვის ლეიერზე დააკლიკეთ მაუსუს მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Blending Options და შემდეგ გადადით Inner Shadow-ზე. ან იგივეს გაკეთება შეგიძლიათ ლეიერების პანელის ქვემოთ ღილაკით ”fx”. პარამეტრები დააყენეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

გამოვა ასე:


შექმენით ახალი ლეიერი და იგივენაირად დახატეთ ოვალური ფორმა, იგივე სიმღლის, მაგრამ ცოტა უფრო ვიწრო(სურათზე თეთრად მხოლოდ თვალსაჩინოებისთვისაა, ოვალის დახატვის შემდეგ ის გააფერადეთ იგივე ნარინჯისფრად).

ამ ლეიერისთვისაც იგივე სტილი გამოვიყენოთ. ამისთვის ყველაზე მარტივი გზაა, დავაჭიროთ ALT ღილაკს და თითის აუღებლად ძველი ლეიერიდან სტილის ნიშანი გადავიტანოთ ახალზე.

ახლა გაიმეორეთ ბოლო ნაბიჯები და იგივენაირად დახატეთ კიდევ ერთი ოვალი.

კიდევ გავიმეოროთ ეს ნაბიჯები. ბოლო ოვალი სულ ვიწრო უნდა იყოს.

და აი, გოგრაც მზადაა!

შექმენით ახალი ლეიერი, დანარჩენების ზემოთ. აიღეთ ინსტრუმენტი და მისი გამოყენებით ამოჭერით პირი.

გამოყოფა შეღებეთ თეთრად.
გამოიყენეთ შემდეგი სტილები:

Inner Shadow:

Gradient Overlay:

დააკვირდით, იმ ლეიერზე უნდა იმყოფებოდეთ, სადაც პირი გამოჭერით. ისევ ავირჩიოთ Polygonal Lasso Tool და ამოვჭრათ თვალები.

ახლა თვალები შევღებოთ ნებისმიერ ფრად, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან პირის სტილი მათზე ავტომატურად გადავა.

ბოლოს, ამოვჭრათ ცხვირი.

ახლა შევაერთოთ ყველა ლეიერი (შავი ფონის გარდა. გამოურთეთ მის ლეიერს თვალის გამოსახულება მარცხნივ). ამისთვის მარჯვენა ღილაკით დავაჭიროთ ნებისმიერ ლეიერს და Merge Visible, ან უბრალოდ დააჭირეთ SHIFT+CTRL+E.


ახლა დავამუშაოთ გოგრის ფორმა. თუ თქვენ გაქვთ ფოტოშოპის CS ან უფრო ახალი ვერსია, გავაგრძელოთ...
გადადით მენიუში Edit-Transform-warp

გაჩნდება ბადე, რომლის წვეროების გადაადგილებით ჩვენს გოგრას სასურველ ფორმას მივცემთ.

შეგვიძლია პატარა დეტალიც დავამატოთ და ჩვენი ჰელოუინის გოგრა მზადაა.

ნანახია: 836 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: