მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ფორმულა "S"
8:20 PM
ფორმულა "S"

ნახავთ რამდენად საინტერესო ეფექტის მიღება შეიძლება Curves-ის გამოყენებით.

იმისათვის, რათა თქვენი სურათი უფრო მკვეთრი და ხარისხიანი გახდეს, გამოვიყენოთ ფორმულა "S".

ახლავე გაიგებთ, რას ნიშნავს მისი სახელი.

პირველ რიგში გავხსნათ ფანჯარა Curves, გადადით მენიუში Image > Adjustments > Curves.

ამ ფანჯარაში ვხედავთ დიაგონალს, რომელიც ჯერჯერობით სწორია.
ჩვენი მიზანია ამ დიაგონალს ასო S-ის ფორმა მივაღებინოთ.

მარჯვენა ზედა კუთხეში დიაგონალის აწევით, სურათის ნათელ ადგილებს კიდევ უფრო გავანათებთ. მარცხენა ქვედა კუთხეში დიაგონალის ჩამოწევით კი ისედაც მუქს კიდევ უფრო ვამუქებთ.

ისე გააკეთეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები და თქვენმა დიაგონალმა S-ის ფორმა უნდა მიიღოს.

ახლა შევხედოთ სურათს... ისეთი ეფექტია, თითქოს სველი ჩვრით მტვერი გადაწმინდესო.

ნანახია: 672 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: