მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » მიწისძვრა და ცუნამი
12:54 PM
მიწისძვრა და ცუნამი

დღეს მე ამ პოსტში გიამბობთ თუ როგორ ხდება მიწისძვრა და ცუნამი

დედამიწა შედგება 4 გარსისგან : 1. ლითოსფერო ანუ დედამიწის ქერქი 2.ჰიდროსფერო-წყალი 3.ატმოსფერო-ჰაერი 4.ბიოსფერო-ცოცხალი ორგანიზმები

დედამიწის ქერქი შედგება სხვადასხვა ფილებისაგან მნიშვნელოვანია 13 საიდანაც 7 ყველაზე დიდია: 1.ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 2.ევროპა 3.აზია 4.აფრიკა 5.ავსტრალია 6.ანტარქტიდა 7.წყნარი ოკეანე
ფილები განუწყვეტლივ მოძრაობენ მეცნიერების ვარაუდით შეიძლება მოვიდეს დრო, რომ ამერიკა აზიას შეუერთდეს, აფრიკა გაიყოს, ხოლო ხმელთაშუა ზღვა სრუტედ გადაიქცეს.

200 მილიონი წლის წინათ არსებობდა მხოლოდ 1 კონტინენტი  პ ა ნ გ ე ა

180 მილიონი მილიონი წლის წინათ იგი გაიყო 2 ნაწილად: 1. ლავრაზია 2.გონდვანა 65 მილიონი წლის წინათ ჩამოყალიბდა 6 კონტინენტი ლავრაზიიდან წარმოიქმნა: ჩრდ. ამერიკა და ევრაზია, ხოლო გონდვანადან სხვა დანარჩენი
დედამიწის რელიეფი მუდამ იცვლება გარეგანი და შინაგანი ძალებით. გარეგან ანუ ეგზოგენურ ძალებს მიეკუთვნება: ქარი, წვიმა, სეტყვა ატმოსფერული ნალექები და ცოცხალი ორგანიზმები ხოლო შინაგან ანუ ენდოგენურ ძალას მიეკუთვნება: ვულკანები და მიწისძვრები

მიწისძვრებს იწვევს ფილების ერთმანეთთან შეჯახება იმ ადგილს საიდანაც ბიძგი წარმოიქმნება ეწოდება მიწისძვრის კერა. იგი წარმოიქმნება სიღრმეში 5_დან 700 კმ_მდე. ქერქის ზედაპირს საიდანაც ბიძგი ურტავს ეწოდება ეპიცენტრი საიდანაც ყველა მიმართულებით ვრცელდება სეისმური ტალღები

სეისმოგრაფი არის ხელსაწტო რომელიც განსაზღვრავს მიწისძვრის ადგილს, დროს, ძალასა და მიმართულებას. მიწისძვრა იზომება ბალებით. არსებობს რიხტერის 12 ბალიანი შკალა. მიწისძვრა ხშირად ხდება მთიან ადგილებში. მიწისძვრა შეიძლება მოხდეს ოკიანის ფსკერზეც. რის დროსაც წარმოიქმნება გიგანტური ტალღა ცუნამი. ცუნამი იაპონური სიტყვაა და ტალღას ნიშნავს. რყევის ადგილას ტალღის სიმაღლე მხოლოდ 2 მეტრია გზადაგზა ის ძალას იკრებს და მისი სიმაღლე ნაპირთან შეიძლება მიაღწიოს 50 მეტრს.

ცუნამის მაქსიმალური სიჩქარეა 700 კმ/სთ. ამ დროს მეცნიერები ადგენენ ტალღის მიმართულებას და თუ დრო აქვთ ასწრებენ ხალხის ევაკუაციას

ნანახია: 1040 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: