მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2012 წელს
3:20 PM
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2012 წელს


15:48 26.12.2011
[შორენა გოგოლაძე]

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თორმეტი ზოდიაქოს ნიშნების 2012  წლის ჰოროსკოპზე,  „პრესა.ჯი"–ს ესაუბრა. ასტროლოგი აღნიშნავს, რომ თორმეტივე ნიშნისთვის პრობლემური წელია ფინანსებთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაღალია რისკები საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ცაგარელის თქმით, დრაკონის წელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს.  

ვერძი

მთლიანობაში, ვერძისთვის 2012 წელი უკეთესი წელი იქნება, წინა წელთან შედარებით. შავი მთვარე, რომელიც მათ უშლიდათ ხელს წინსვლაში და ცდუნების წინაშე აყენებდა, ახლა გამოვიდა ვერძის ზოდიაქოდან. ვერძები ამოისუნთქავენ ამ წელს და წარმატების შანსი რადიკალურად მოემატებათ. ამიტომ შეუძლიათ აქტიურად იმოქმედონ და ინიციატივაც გამოიჩინონ, რაც მათ წარმატების  გაცილებით მეტ შანსს მისცემს, ვიდრე ეს 2011 წელს იყო.

კურო

კუროს აქვს ორმაგი ტენდენციები წლის პირველ ნახევარში 13 ივნისამდე. რა იგულისხმება ამაში... მათ ზოდიაქოში იმყოფება ახლა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ასევე, შავი მთვარე, ანუ მაცდუნებელი ძალა. ამიტომ თუ ისინი ცოტა ფრთხილად იქნებიან ფინანსურ ოპერაციებთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საქმის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობებისა და პარტნიორების მიმართ, მაშინ ძალიან კარგი შეიძლება იყოს წლის პირველი ნახევარი მათთვის.

ტყუპები

ტყუპებისთვის განსაკუთრებით კარგია წლის მეორე ნახევარი. ეს უკვე 25 მაისიდან დაიწყებს ამოქმედებას. მათ წელს ძალიან ბევრი შანსი აქვთ და განსაკუთრებით უნდა გამოიყენონ პერიოდი 25 მაისიდან 13 სექტემბრამდე. ეს არის მათთვის ოქროს ვარსკვლავური პერიოდი. 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ნორმალური წელიწადია. ვერ ვიტყვი რომ კარგი წელი იქნება ან ცუდი. დავარქვათ საშუალოზე უკეთესი. შანსი იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწევენ კირჩხიბები ნამდვილად არის. განსაკუთრებით მათი წარმატების შანსი მარტის პირველ ნახევარში გაიზრდება. აპრილის მეორე ნახევარი და მაისი პირველი ნახევარი. ასევე კარგია მთელი ივლისის თვე მათთვის. ეს პერიოდები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რადგან აქ დადებითი პერსპექტივები ნამდვილად არის. ისინი ცოტა უნდა გაუფრთხილდნენ თავს ივნისში. ივნისი ნაკლებ პერსპეტიულია მათთვის და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ლომი

თეთრი მთვარე ე.წ მფარველი ანგელოზი ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება. ამიტომ წარმატების შანსი ლომს აქვს ძალიან მაღალი. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში. ნებისმიერ სფეროში, სასიყვარულო იქნება ეს, ბიზნესის სფერო თუ სამსახური. მათ ყველაგან დიდი შანსი აქვთ წარმატების. კარგი პერიოდია ლომთათვის, თუმცა შესაძლოა წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდეს ისეთი  პერსპექტიული ლომებისთვის, როგორიც პირველი ნახევარი.

ქალწული

ქალწულებისთვის მთლიანობაში კარგი წელია. განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, დაახლოებით ივნისამდე. მათ ძალიან აქტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან ბიზნეს საქმიანობის კუთხით, ფინანსური კუთხით დადებითი ბევრი სანში და პერსპექტივა აქვთ.

სასწორი

სასწორები შედარებით გათავისუფლდებიან და მათთვის უფრო უკეთესი იქნება წლის მეორე ნახევარი, უკვე დაწყებული ივნისიდან. აქ სატურნი მუხრუჭი პლანეტა იმყოფება სასწორის ზოდიაქოში. ის მალე დატოვებს ამ ნიშანს და წარმატების შანსი განსაკუთრებით მოიმატებს სასწორებისთვის წლის მეორე ნახევარში.  

მორიელი

მორიელისთვის ალბათ არის ყველაზე რთული წელიწადი. პრობლემების ტენდენცია ამ წელს ყველაზე მაღალია წლის განმავლობაში. ამტომ უნდა იმოქმედონ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად, რადგან არ აღმოჩნდნენ სახიფათო ან მაცდუნებელი პრობლემების წინაშე.  

მშვილდოსანი

მშვილოსანისთვის ეს წელი საშუალოა. შეიძლება მეტ–ნაკლებად ამ წელიწადის სტაბილურად გავლა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებების გარეშე.

თხის  რქა

თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ წლის პირველი ნახევარი უკეთესია. დაახლოებით ივნისის თვემდე. მათ საკმაოდ აქრტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან პროფესიული წინსვლისა და საოჯახო ურთიერთობების მხრივ წარმატების შანსი მაღალია. წლის მეორე ნახევარი, შესაძლოა, იმდენად წარმატებული არ იყოს, მაგრამ მეორე ნახევარსაც აქვს გარკვეული დადებითი მხარე.

მერწყული

მერწყულთათვის წლის მერე ნახევარი უკეთესია, მაისის ბოლოდან დაიწყებს ამოქმედებას და აქ უკვე იგრძნობენ მერწყულის  ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, რომ მეტი პოზიტივის მიღების და წარმატების შანსი დიდია. იგრძნობენ ისინი, რომ საქმიანი და პერსპექტიული წინადადება მოიმატებს  მათდამი. წლის პირველი ნახევარი ნაკლებ ეფექტური იქნება და უმჯობესია ეს პერიოდი განვლონ მშვიდად და სტაბილურად.  

თევზები

თევზებისთვის ახლა ყველაზე რთული პერიოდი დადგება 25 იანვრიდან, რომელიც გასტანს 15–16 თებერვლამდე. ეს ერთ–ერთი ურთულესი პერიოდია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა განვლონ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა. ამ დროს, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური და დეპრესიულობა მატულობს. შემდგომ დგება სასიკეთო პერიოდი. მომდევნო რთული პერიოდია უკვე ივნისის პირველი ნახევარი და კიდევ ერთი პერიოდი უკვე დეკემბრის პირველი ნახევარი. დანარჩენი პერიოდები თევზებს შეუძლიათ მშვიდად განვლონ. ინტუიცია მათ მზარდი აქვთ და ინტუიციაზე დაყრდნობით შეუძლიათ გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა.

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს. ასტროლოგი ზოდიაქოს თორმეტივე  ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევს თავი შეიკავონ სასიყვარულო ურთიერთობებში ზედმეტი ემოციურობისა და ეჭვიანობისგან.

დრაკონის წელიწადი აძლიერებს ვნებას და ამავე დროს, აძლიერებს ეჭვიანობას ადამიანებში. თან აუცილებლად ითხოვს ერთგულების დაცვას. ამიტომ ერთგვარი კოსმიური გამოცდების წელიწადია. ვინც შეძლებს, რომ დაიოკოს ემოციური ზედმეტი ეჭვიანობა და თან იყოს ერთგული, იქნება გაცილებით წარმატებული ასეთი ოჯახიც და ურთიერთობაც ასევე წარმატებული იქნება. ვინც ამას ვერ შეძლებს, მას გაცილებით მეტი პრობლემები შეექმნება მომავალში.

ნანახია: 1191 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: