მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » მიხეილ ცაგარელი: სტიქიები აპოკალიფსური პერიოდის გამო ხდება
3:21 PM
მიხეილ ცაგარელი: სტიქიები აპოკალიფსური პერიოდის გამო ხდება

mixeil cagareli
ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან, თუ რას ფიქრობს ის ახლახან მომხდარ სტიქიებზე და ზოგადად 2011 წელზე.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, დედამიწასთან მთვარის მაქსიმალურად დაახლოების გამო, დედამიწას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ცაგარელის თქმით, სტიქიები არა აღნიშნული ფაქტის მოახლოების გამო, არამედ აპოკალიფსური პერიოდის გამო ხდება.

"მთვარის დედამიწასთან მოახლოების გამო არის საფრთხეები, თუმცა არა ისეთი როგორიც ითქვა. 19 მარტს გვაქვს სავსე მთვარეობა, რაც მძიმე ენერგეტიკულ დღეს ნიშნავს. ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს ბუნებრივი სტიქიები. ეს ყველაფერი დაკავშირებულია აპოკალიფსურ პერიოდთან, რომელიც 2013 წლამდე გაგრძელდება. აპოკალიფსურად რთულ პერიოდში ვართ. მძიმე პერიოდი იქნება აპრილის დასაწყისშიც, მაისშიც და ივნისშიც. ივნისში სამი მთვარის დაბნელება გვექნება, რაც გამოიწყვევს მძიმე ენერგეტიკულ პერიოდს და აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, სტიქიებზე და ა.შ.”, – განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში მიხეილ ცაგარელმა.

მისი თქმით, კატაკლიზმურ პერიოდს მოსახლეობა ადვილად გაივლის თუ ერთად დადგებიან და სიმშვიდით შეხვდებიან. ცაგარელი ხალხში არსებულ პანიკას 19 მარტთან დაკავშირებით მედიას უკავშირებს და ამბობს, რომ დედამიწის მთვარესთან მიახლოების ფაქტი არასწორად გაშუქდა.

ასტროფოზიკოსების აზრით, იმ დღეს, როცა დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიაუახლოვდება, უამრავი სტიქიური უბედურება და ბუნებრივი კატასტროფაა მოსალოდნელი.
ასტროფიზიკის დარგში დასავლელმა სპეციალისტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ ზუსტად 19 მარტს მთვარესა და დედამიწას შორის სიშორე უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე იქნება და დაახლოებით 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.

ასტროფიზიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მთვარისა და დედამიწის მაქსიმალური დაახლოება დედამიწის მკვიდრთ კარგს არაფერს მოუტანს. ანალოგიური მოვლენები დაფიქსირდა 1955, 1974, 1992 და 2005 წლებშიც, რაც ბუნების კატაკლიზმებით აღინიშნა. სწორედ ამ პერიოდში დაემუქრა დედამიწას არაერთი ძლიერი მიწისძვრა, დამანგრეველი ციკლონი თუ ცუნამი.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, 2011 წელი არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. 2011 წელი იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან – მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამდენიმე ნაბიჯში.

ბოცვერის წელი შედარებით მშვიდად დაიწყება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანოს იმ გარდაქმნებამდე, რომლებიც გველის უმოკლეს ხანში. უკვე ზაფხულის დასაწყისში, ჰოროსკოპში პლანეტების კარდინალურად ახალი განლაგების გამო, ბოცვერი შემოგვთავაზებს პირველ სიურპრიზს. წლის ამ პერიოდში სხვა მრავალსახოვან პლანეტარულ ასპექტებთან ერთად, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ იუპიტერისა და ურანის, აგრეთვე პლუტონისა და სატურნის ურთიერთმოქმედება, ნავარაუდებია მთვარის პირველი დაბნელება.

სიტუაციის დაძაბვა შემდგომ უკვე აგვისტოსში გაგრძელდება, როდესაც მარსი და სატურნი სასწორის თანავარსკვლავედში შექმნიან ენერგეტიკულად გაჯერებულ ასპექტს იმ დროს, როდესაც ურანი და სატურნი შექმნიან გადაბმას მთვარის ორბიტის აღმავალი კვანძის მიმართ პლუტონის რთულ ასპექტთან. ამ გარემოს დეკემბერში მივყავართ 2011 წლის კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც დაისმება საბოლოო წერტილი კაცობრიობის დარწმუნებისთვის, რომ მას უკუგზა არ გააჩნია და მხოლოდ წინსვლისკენ გეზი აქვს.

2011 წლის 21-22 დეკემბერი გარდამტეხი მომენტი გახდება არა მხოლოდ მთელი წლისთვის (დღის ხანგრძლივობის ზრდის დასაწყისი), არამედ გარდატეხის ზღვრულ მომენტად იქცევა მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც ამ დროსთვის იწყებს საკუთარი განვითარების ახალ ფაზაში შესვლას.

წყარო: www.ghn.ge

P.s ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია ძალიან არ გამკიცხავთ :) მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი…

ნანახია: 915 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: