მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » კომპიუტერული თამაშები და ბავშვები
7:18 PM
კომპიუტერული თამაშები და ბავშვები
რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის



                                                                                                                                                                 
      

ხათუნა ლებანიძე (ფსიქოლოგი): ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ. შედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.

ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.

ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან. 2. რა რჩევებს მისცემდით ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ამ ტიპის თამაშებს?

- ვინაიდან თითოეული ადამიანის დანიშნულება არის სწრაფვა პიროვნული სრულყოფისაკენ ე.ი. დადებითი პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ, აუცილებელია, მათ თავისუფალი დრო სასიამოვნო და მათთვის ნაყოფიერ საქმიანობას მოანდომონ. ასეთი სახის თამაშებით დაკარგული დროით ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვერც საზოგადოებაში და ვერც სკოლაში. ეს დრო სჯობს მოახმარონ სულიერ ცხოვრებას. ნუ იქნებით დამოკიდებულები ამგვარ თამაშებზე, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

3. ასეთ დროს დიდია მშობლის ფუნქცია. როგორ უნდა მოიქცეს ის?

- მშობლებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ ეს თამაშები საზიანოა მათთვის, არარელიგიურია. უნდა გაუწიონ ხშირი კონტროლი, თუ რას თამაშობს ბავშვი. აუცილებელია, შვილებთან ხშირი კონტაქტი. ბავშვს არ უნდა დარჩეს ამ თამაშებისათვის დრო. საჭიროა გარკვეული ლიმიტის დაწესება, ბავშვისა და კოპიუტერთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე საჭიროა წახალისება, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე.

მნიშვნელოვანია, პედაგოგის როლიც. მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სტრატეგია.

საჭიროა მშობელმა ადრეულ ასაკშივე გაიგოს საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიქიკა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება.

ნანახია: 842 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: