მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » გარდასახვა ფოტოშოპში
7:48 PM
გარდასახვა ფოტოშოპში

ამ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ფოთლის გარდასახვა... არაჩვეულებრივ ფოთლად.

შექმენით ახალი დოკუმენტი, ზომით 400х400 px
ფონი შავად შეღებეთ (Paint Bucket Tool-ით).

ახლა აირჩიეთ Custom Shape Tool და მოძებნეთ ფორმა, რომელიც სურათზეა ნაჩვენები:

ძირითად ფრად აირჩიეთ თეთრი (Set Foreground Color), გადადით რეჟიმში და დახატეთ ფოთოლი.


დააჭირეთ ღილაკს Ctrl და თითის აუღებლად დააკლიკეთ ფოთლის პიქტოგრამაზე ლეიერების პანელში, რათა ჩვენს ფოთოლს გაუჩნდეს გამოყოფა. ახლა დავამატოთ ფილტრი: Filter > Render > Clouds და მოვხსნათ გამოყოფა: Ctrl + D

ახლა ფილტრი: Blur > Radial Blur :

ორი ფილტრის გამოყენების შემდეგ ჩვენი სურათი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ახლა დავამატოთ ფილტრი: Sketch > Chrome

მივიღებთ ასე:

ახლა შევუდგეთ გაფერადებას - დააჭირეთ Сtrl+U,
დააყენეთ პარამეტრები: 185; 53; 0. მონიშნეთ Colorize.

მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ რომელიმე ლეიერს და Merge Visible, რათა შევაერთოდ ლეიერები. ახლა დააკოპირეთ მიღებული ლეიერი (მაუსის მარჯვენა ღილაკი და Duplicate Layer და დაკოპირებულ ლეიერს რეჟიმი Normal შეუცვალეთ Screen-ით.

ისევ გამოიყენეთ ფილტრი Blur > Radial Blur

სურათი ახლა ასე გამოიყურება:

და ბოლო შტრიხი - ფილტრი Distrot > Twirl

დააჭირეთ Ctrl+U და პარამეტრები დააყენეთ ისე, როგორც სურათზეა:

აი ასეთი ეფექტი მივიღეთ ჩვეულებრივი ფოთლის ფორმისგან:

ნანახია: 799 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: