მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » დედამიწა - კუბი
7:59 PM
დედამიწა - კუბი

ფოტოშოპში საკმაოდ მარტივია დედამიწისა და მთვარისთვის კუბური ფორმის მიცემა.

ჩვენ დაგვჭირდება დედამიწის ფოტო, მაგალითად ეს(შეინახეთ და გახსენით ფოტოშოპში):

ეს კი მთვარე:

დედამიწის სურათის გახსნის შემდეგ ლეიერების პანელში ერთი ლეიერი იქნება. მის სახელს ორჯერ დააჭირეთ მაუსით და სხვა რამე დაარქვით, რათა მოიხსნას ბლოკი(მარჯვნივ აღარ ექნება ბოქლომის გამოსახულება).

ახლა შევქმნათ ახალი ლეიერი (CTRL+SHIFT+N), გადაიტანეთ დედამიწის ლეიერის ქვეშ და გააფერადეთ შავად.

ახლა გადადით დედამიწის ლეიერზე, აიღეთ ინსტრუმენტი საშლელი და წაუშალეთ ნაწილები ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

შექმენით ახალი ლეიერი. აიღეთ დიდი და რბილი ფუნჯი(Brush). Opacity - 5%, დააყენეთ შავი ფერი და ჩრდილის მისაცემად გააფერადეთ ისე, როგორც მოცემულია სურათზე. იქმნება მოცულობის ეფექტი:

კუბის ნათელი მხარე უფრო კაშკაშად უნდა გადავაქციოთ. ამისთვის, აიღეთ ეს სინათლის მიმცემი ინსტრუმენტი და გამოყავით კუბის წინა ნაწილი.

ახლა გადმოიტანეთ მთვარის სურათი ამ სურათზე:

გააკეთეთ იგივე ოპერაციები მისთვისაც.

ესეც შედეგი:

ნანახია: 860 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: