მთავარი » 2012 » იანვარი » 3 » ამერიკის ეროვნული პარკები
12:51 PM
ამერიკის ეროვნული პარკები


წარმოგიდგენთ ამერიკის ეროვნულ პარკებს!..

თაღების ეროვნული პარკი — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, იუტას შტატში. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 2000-ზე მეტი ბუნებრივი თაღი, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ცნობილი დელიკატეს თაღი, აქ აგრეთვე მდებარეობს უნიკალური თაღები.
პარკი მდებარეობს ქალაქ მოაბის სიახლოვეს და მისი ფართობი შეადგენს 310 კმ² ტერიტორიას. დაცული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილის სიამღლე შეადგენს 1,723 მეტრს, აქ ყოველწლირად დაახლოებით 250 მმ ნალექი მოდის.

 

ბისკეინის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი წარმოადგენს ბისკეინის ყურის ტერიტორიას, ეს დაცული ტერიტორია ტურისტებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. პარკის 95% წყალს უკავია. სანაპირო ზოლში მრავლადაა მანგოს ტყეები. ბისკეინის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს — 700 კმ²-ს. ეროვნულ პარკში მარვლადაა მარჯნის კუნძულები და რიფები.ქ დაცული ტერიტორია პირველად დაარსდა 1968წლის 18 ოქტომბერს. აქ არსებულ დაცულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი 1980წლის 28 ივნისს მიენიჭა.

სიერ-ბეის ეროვნული პარკი —პირველად აქ დაცული ტერიტორია შეიქმნა 1925 წლის 25 თებერვალს და ის ეროვნული მონუმენტის სტატუს ატარებდა, 1980 წელს შეიცვალა სტატუსი და ამ ტერიტორიამ მიიღო ეროვნული პარკის დასახელება. პარკი ალასკის დასავლეთით არის შექმნილი, დაცული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ჯუნო. გლასიერ-ბეის ეროვნული პარკი შედის მსოფლიოს ბიოსფერული რეზერვის სიაში და იგი 1986 წლიდან აგრეთვე არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა. პარკის ფართობი შეადგენს 13 287 კმ ²-ს, მისი უდიდესი ნაწილი უკაცრიელი ტერიტორიაა.

დიდი კანიონის ეროვნული პარკი –მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონს და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.
დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. აქ არის მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი და თან ეს ტერიტორია გზიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება პარკის ჩრდილოეთ ნაწილს, მას ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.
მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობისამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.

დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი – პარკი შეიქმნა 1934 წლის 15 ივნისს, აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში. 1983 წელს დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
პარკს უკავია დაახლოებით 2 110,4 კმ² ტერიტორია. ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 – 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის თექვსმეტი მწვერვალი რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება. აქ არსებული უმაღლესი მწვერვალი მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი კვამლიანი მთები მდიდარია ფლორით და ფაუნით, გავრცელებულია ხუთი სხვადასხვა ჯიშის ტყე. დაცულ ტერიტორიაში ხარობს 3 500 სხვადასხვა სახეობის მცენარე. პარკში ბინადრობს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.


იმედია მოგეწონათ!!!



Read more: ამერიკის ეროვნული პარკები 

ნანახია: 1542 | დაამატა: kaxelo488 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: