მთავარი » მასალის არქივი







Просмотров: 846 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ვინმე დაი გენგმა ერთ წელზე მეტი დახარჯა იმისათვის, რათა BMW Z4-სთვის აგურის კარკასი შეექმნა. ავტომობილს 240 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. მისი ფანჯრების გარდა, ყველაფერი აგურისგანაა გაკეთებული, კარის საკეტიც კი. აგურის მანქანის სიგრძე 5 მეტრია, სიგანე - 2.15 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1.6 მეტრი, მისი წონა 6.5 ტონაა. ახლა ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი ქალაქ შანგჩუნგში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში.

aguris manqana

aguris manqana

aguris manqana

aguris manqana

Просмотров: 719 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ამ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს. ამავე ტექნიკის დახმარებით თქვენ შეძლებთ სახიდან სხვა დეფექტების წაშლას: ხალები, ჭორფლი, მუწუკები, ნაკაწრები და სხვა.

გახსენით სურათი, სადაც ნაოჭების მოშორება გსურთ. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ თვალების გარშემო ადგილებს დავამუშავებთ.

ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ, ჰქვია Healing Brush Tool.

ახლა ფუნჯისთვის შესაბამისი ზომა ავირჩიოთ, ამისთვის საკმარისი იქბნება 15 - 20px.

გამოუსწორებელი შეცდომებისგან თავის ასარიდებლად ჯობს სურათის ლეიერი დააკოპიროთ (ლეიერზე მაუსის მარჯვენა ღილაკი და Duplicate Layer) და მასზე იმუშაოთ. შეცდომის შემთხვევაში, ერთი ნაბჯით უკან გადასვლა - CTRL+ALT+Z.

დავიწყოთ...
ფუნჯი ანუ მაუსის კურსორი გადაიტანეთ სახის იმ ნაწილზე სადაც ნაოჭები არაა,
ახლა დააჭირეთ ღილაკს ALT, კურსორი მიზნის სახეს მიიღებს და დააკლიკეთ ამ ადგილას. ანუ ჩვენ ავირჩიეთ წყარო.

აუშვით ღილაკ ALT-ს და ფუნჯი აკურ ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 941 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ვნახავთ, როგორ გამოვასწოროთ სურათის განათების პრობლემა სულ რამდენიმე წამში

ვნახოთ ქვემოთ მოცემული სურათი. მას ნამდვილად სჭირდება განათება.

გადადით მენიუში Image > Adjustment > Brightness & Contrast.

ახლა ორივე მარეგულირებელი გადავიტანოთ მარჯვნივ
+30 - +35, მეტი არაა საჭირო, რადგან ფოტო ზედმეტად განათებული იქნება.

მივიღეთ ასეთი შედეგი:


ცუდი არაა, მაგრამ შეგვიძლია უფრო უკეთაც მოვიქცეთ.

დაუბრუნდით სურათის ორიგინალს და გადადით მენიუში Image->Adjustment->Shadow/Highlight

გადაიტანეთ მარეგულირებელი Shadows (ჩრდილები) 100%-მდე.

ესეც შედეგი, სწრაფად და მარტივად:

Просмотров: 669 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ვაქცინაცია - ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მომზადება რაიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით, ორგანიზმში შეყავთ სითხე, რომელიც ადამიანს ეხმარება დამატებითი რეაქციის გამომუშავებაში ამ კონკრეტული დაავადებისთვის. შედეგად, ორგანიზმში ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ ინფექციას. ეს ანტისხეულები სისხლში შეიძლება დროებით დარჩეს, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

1796 წელს ინგლისელმა მეცნიერმა, ედვარდ ჯენერმა, შეამჩნია, რომ ფერმერები არ ავადდებოდნენ ნამდვილი ყვავილით, რადგან მათ გადატანილი ჰქონდათ მსუბუქი, საქონლისგან გადმოდებული ყვავილი და მათ ორგანიზმს გამომუშავებული ჰქონდა იმუნიტეტი ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ჯენერმა თავის ბავშვებს მცირე რაოდენობის ყვავილის ინფექცია შეუყვანა, რომელიც მან დაავადებული საქონლისგან მიიღო და არ იყო საშიში. ამით მან ბავშვები ნამდვილი ყვავილისგან დაიცვა.

მე-18 საუკუნეში ცოფი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო. ის ადამიანებს ავადმყოფი ცხოველებისგან ედებოდა და ბევრი სიცოცხლეც მიქონდა. 1835 წელს ლუი პასტერმა შეძლო პრევენციული წამლის დამზადება, რომელიც პირველად თავის თავზე გამოსცადა.

ვაქცინების დამზადების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია(შემუშავებულია კალმეტისა და გერინის მიერ 1928 წელს) მდგომარეობს ორგანიზმში უვნებელი ბაქ ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 734 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ხანდახან თარიღი ისეთ ადგილასაა, რომ პირდაპირ ჩამოჭრა შეგვიძლია ხოლმე, მაგრამ ხშირად ის ადევს ფოტოს მნიშვნელოვან დეტალს და ასე მარტივად მას ვერ მოვიცილებთ.

გავხსნათ რომელიმე სურათი:

როგორი საშუალებებით მოვაცილოთ ციფრები სურათს?

თავდაპირველად წავშალოთ ”2006”

გავადიდოთ ფოტო(CTRL+Space Bar-გადიდების ინსტრუმენტი, CTRL+Alt+Space Bar-დაპატარავების) და ავიღოთ ინსტრუმენტი Patch Tool. შემოავლეთ ციფრებს.
შემდეგ ეს გამოყოფა გადაიტანეთ მარცხნივ, სუფთა, ცისფერ ცაზე და აუშვით მაუსს.

ეს ინსტრუმენტი ჩვენი გამოყოფის ნაცვლად ჩასვამს ფოტოს იმ ნაწილს, რომელსაც მივუთითებთ.

ახლა სიტუაცია ცოტა უფრო რთულადაა. ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 824 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იყენებს ჟესტებს ურთიერთობის დროს. კოლუმბიაში არსებობს სპეციალური ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე ჯესტის მნიშვნელობას აღწერს. ბევრმა ჟესტმა ჩვენამდე დიდი დრო გამოიარა და თითოეულს თავისი ისტორია აქვს.

მაგალითად, ცერა თითი ზევით ან ქვევით შესაბამისად დადებითს და უარყოფითს ნიშნავდა ძველ რომშიც კი. იმპერატორი ამით ნიშანს აძლევდა მოეკლათ თუ არა გლადიატორი ბრძოლის შემდეგ.

ბევრი საუკუნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი თავს იფხანს, ის ამით იგნორირებას უკეთებს იქ მდგომ ხალხს. განათლებული ხალხი ამას არასდროს აკეთებდა.

აწეული ხელი - ეს ადამიანის ნიშანია, რომ მას ყურადღება მიაქციონ, რაღაც კითხვაზე უპასუხონ. ერთი ერის რაღაც ჟესტს სხვა ერში შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის მისალმებას ხელის ჩამორთმევით გამოვხატავთ, თუმცა ძველ ჩინეთში, მისალმების დროს ხელს თავის თავს ართმევდნენ. ჩვენს დროში კი ამ ჟესტით ორატორი მსმენელებს ესალმება.

ესკიმოსები, მისალმებისას, ერთმანეთს მსუბუქად კრავენ მუშტს შუბლზე და მხრებზე, ლაპლანდიელები კი ცხვირებით ეხებიან. ძველი ეგვიპტელების მისალმება დღევანდელი სამხედროების მისალმებას ჰგავს - ხელი შუბლთან მიქონდათ.

აფრიკელების ზოგ ტომში მისალმებისა და ღრმა პატივისცემის გამომხატველად გოგრის გადაცემა ითვლება. ის მარჯვენა ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 797 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ფოტოშოპში კანის ფერის შეცვლა საკმაოდ მარტივი ამოცანაა. ამ გაკვეთილში შევეცდებით გოგონა ინდოელს დავამსგავსოთ.

ნაბიჯი 1

ავირჩიოთ სურათი, რომელშიც ამ ეფექტის გამოყენება გვსურს:

ნაბიჯი 2

ახლა უნდა გამოვყოთ კანი. თუ ამასთან პრობლემები გაქვთ, შექმენით ახალი ლეიერი (ლეიერების პანელში ქვემოთ), აირჩიეთ ფუნჯი (Brush Tool) და კანი შეღებეთ ნებისმიერ ფრად.

ნაბიჯი 3

დააჭირეთ CTRL+კლიკი შექმნილ ლეიერზე(მის მინიატურაზე), იმისათვის რათა გამოვყოთ იგი. გადადით მთავარ ლეიერზე. ახლა დააჭირეთ CTRL+C და CTRL+V (ანუ შეიქმნა ახალი ლეიერი რომელზეც მხოლოდ კანია გამოსახული), ახლა კი წაშალეთ ლეიერი, რომელზეც ფუნჯით მუშაობდით (მაუსის მარჯვენა ღილაკი და Delete Layer)
ახლა დააჭირეთ CTRL+U ლეიერზე, რომელზეც კანი დავაკოპირეთ და დააყენეთ შემდეგი პარამეტრები:

ნაბიჯი 4

ახლა გამოყავით ტუჩები. შეგიძლიათ ისევ ახალი ლეიერი შექმნათ და წინა ნაბიჯების ანალოგიურად მოიქცეთ, თუმცა გაცილებით მარტივია რაიმე ინსტრუმენტის გამოყენება, მაგალითად Lasso Tool-ის. თუ გვინდა, რომ დავამატოთ ახალი გამოყოფა ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 716 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

რამდენად საზიანოა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის



                                                                                                                                                                 
Просмотров: 843 | Добавил: kaxelo488 | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

ამ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ გავაკეთოთ მოცულობითი, სხვადასხვა ფერის და ზომის რგოლები

შექმენით ახალი დოკუმენტი 600 х 600 px.

აირჩიეთ ინსტრუმენტი  და დახატეთ 100px სიმაღლის მართკუთხა გამოყოფა, შემდეგ კი Paint Bucket Tool-ით შეღებეთ ლურჯად.

ახლა დახატეთ მეორე გამოყოფა დაახლოებით 50px სიმაღლის და დაადეთ წინა მართკუთხედს. შეღებეთ ცისფრად.

ისევ გააკეთეთ გამოყოფა ისე, რომ ის იყოს ამ ორი მართკუთხედის შუაში, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

Filter->Pixelate->Color Halftone

პარამეტრები:
- Max. Radius 10px
- დააყენეთ "0" ყველა არხისთვის

... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 747 | Добавил: admin | Дата: 02/01/2012 | Комментарии (0)

« 1 2 ... 22 23 24 25 26 27 »