ლეგენდარული ხე ბაობაბი დედამიწის სიმბოლოა. ამ ხეს სახელი, როგორც ჩანს, არაბული სიტყვის, "ბუ ჰუბაბ”-ის მიხედვით უწოდეს, რაც მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს.
ბაობაბის ხეს აგრეთვე უწოდებენ "სააფთიაქო ხეს” და "მაგიის ხეს”. ბაობაბი გახლავთ სიძლიერის, გამძლეობისა და მარადიულობის სიმბოლო.
ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. ამ ფანტასტიკური ხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუცილებლად აუსრულდება. უცნაურია, მაგრამ ეს სიტყვები სიმართლესთან ახლოსაა.
ბაობაბი ტროპიკული მცენარეა. განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი – ადანსონია პალცატა, რ
...
კითხვის გაგრძელება »